ზღაპარისაბავშვო

გულადი ჯოვანინო – იტალიური ზღაპარი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ისეთი გულადი ჭაბუკი, შიში რა არის, არ იცოდა, ამიტომ შეარქვეს გულადი ჯოვანინო.
ერთხელ ამ ჭაბუკს გზაზე შემოაღამდა და ღამის გასათევად ფუნდუკში შე-ვიდა.
— ერთი თავისუფალი საწოლიც არა გვაქვს, — უთხრა მეფუნდუკემ. — აქ ღამეს ვერ გაგათევინებ, მაგრამ თუ არ გეშინია, სასახლის გზას გასწავლიო.
— რისა უნდა მეშინოდესო! — გაიკვირვა ჯოვანინომ.
— რისა და, თურმე ღამით იმ სასახლეში ისეთი ხმები გაისმის, ვინც იქ შევი-და, უკან ვეღარ გამოვიდა. რამდენჯერ მინახავს დილაუთენია, როგორ მიემარ-თება პროცესია სასახლისკენ, თან კუბო მიაქვთ ხოლმე იმ გულადი კაცის წამო-სასვენებლად, ვინც იქ ღამე გაათიაო.
იცით, რა ქნა ჯოვანინომ? აიღო სანთელი, ღვინით სავსე მათარა, ძეხვის დი-დი ნაჭერი და ღამის გასათევად სასახლეში წავიდა.
შუაღამემ რომ მოატანა, ჯოვანინო უკვე სუფრას უჯდა და ვახშამს შეექცეო-და. უცებ ბუხრიდან ხმა გაისმა:
— გადმოვაგდო?
— შენი ნებაა, გადმოაგდეო, — უპასუხა ჯოვანინომ.
ბუხრიდან კაცის ფეხი გადმოვარდა.
ჯოვანინომ ღვინო გადაკრა. ამ დროს ისევ გაისმა:
— გადმოვაგდო?
— გადმოაგდე, თუ გნებავსო, — უპასუხა ჯოვანინომ.
ბუხრიდან კაცის მეორე ფეხი გადმოვარდა.
ჯოვანინომ ძეხვი ჩაკბიჩა.
— გადმოვაგდო? — შემოესმა ისევ.
— გადმოაგდეო.
ბუხრიდან კაცის ხელი გადმოვარდა. ჯოვანინომ დაუსტვინა.
— გადმოვაგდო?
— გადმოაგდეო!
ბუხრიდან კაცის მეორე ხელი გადმოვარდა.
— გადმოვაგდო?
— გადმოაგდეო!
გადმოვარდა კაცის ტანი. ხელ-ფეხი უმალ მიეწება ტანს და უთავო კაცი ფეხ-ზე წამოდგა.
— გადმოვაგდო?
— გადმოაგდეო!
ბუხრიდან კაცის თავი გამოგორდა, მხრებზე მოექცა ტანს და ჯოვანინოს წინ გოლიათი აღიმართა.
ასწია ჭიქა ჯოვანინომ და გოლიათს უთხრა:
— თქვენი დღეგრძელობისა იყოსო.
— ხელი მოჰკიდე სანთელს და გამომყევიო! — უბრძანა გოლიათმა.
ჯოვანინომ აიღო სანთელი, მაგრამ ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია.
— წინ გამიძეხიო! — უბრძანა გოლიათმა.
— შენ თვითონ გამიძეხიო! — უპასუხა ჯოვანინომ.
— არა, წინ შენ წადიო! — უთხრა გოლიათმა.
— არა, შენაო! — არ დაუთმო ჯოვანინომ.
გოლიათი წინ გაუძღვა. გაიარეს მთელი სასახლე. ჯოვანინოს სანთელი ხელ-ში ეჭირა და უკან მიჰყვებოდა გოლიათს. მიადგნენ კიბეს, კიბის თავში კარი დახვდათ.
— კარი გააღეო! — უბრძანა გოლიათმა.
— შენ თვითონ გააღეო, — უპასუხა ჯოვანინომ.
გოლიათი მხრით დაეძგერა კარს, — კარი გაიღო. ხრახნილი კიბე მიწის ქვეშ ჩადიოდა.
— კიბეს ჩაჰყევიო, — უბრძანა გოლიათმა.
— ჯერ შენ ჩადიო, — მიუგო ჯოვანინომ.
ჩაჰყვა გოლიათი კიბეს. ჩავიდნენ მიწისქვეშეთში. გოლიათმა უზარმაზარი ლოდი უჩვენა ჯოვანინოს.
— ასწიე ეს ლოდიო!
— შენ თვითონ ასწიეო, — ცივად მოუჭრა ჯოვანინომ.
დასწვდა გოლიათი ლოდს და ნაფოტივით აიტაცა.
ლოდქვეშ ოქროთი სავსე სამი ქოთანი იდგა.
— ეს ქოთნები ზევით აიტანეო, — უბრძანა გოლიათმა.
— შენ თვითონ აიტანეო, — მიუგო ჯოვანინომ.
დაავლო გოლიათმა ხელი ქოთნებს და კიბეს აჰყვნენ.
იარეს, იარეს და ისევ იმ ბუხრიან დარბაზში შევიდნენ.
— ჯოვანინო, ჯადო ამეხსნა, — წამოიძახა გოლიათმა. უცებ ფეხი მოსწყდა და ბუხარში შევარდა. — ერთი ქოთანი ოქრო შენთვის დამილოცნია, — ამ დროს გოლიათს ხელიც მოსწყდა და ბუხარში გაუჩინარდა. — მეორე ქოთანი ოქრო იმათ დაურიგე, ვინც ხვალ შენს წასასვენებლად მოვა, ყველას უკვე მკვდარი ჰგონიხარო, — მოსწყდა გოლიათს მეორე ხელი და პირველს მიჰყვა, — მესამე ქოთანი ოქრო კი პირველ შემხვედრ ღატაკს მიეცი, — მოძვრა გოლი-ათს მეორე ფეხიც, უფეხო ტანმა იატაკზე ზღართანი მოიღო. — ეს სასახლეც შენთვის მიბოძებია: სასახლის პატრონები დიდი ხანია დაიხოცნენ, მათი შთა-მომავლობაც გაქრაო, — თავი ტანს მოსწყდა და მის გვერდით დაეცა იატაკზე.
წამოდგა უთავო ტანი და ბუხარში გაუჩინარდა. თავიც კვალდაკვალ მიჰყვა ტანს.
ირიჟრაჟა თუ არა, გალობაც გაისმა: “Miserere mei…»1 სამგლოვიარო პროცე-სია სასახლისკენ მიდიოდა ჯოვანინოს წასასვენებლად, თან კუბო მოჰქონდათ. ჯოვანინო კი ფანჯარასთან იდგა და არხეინად აბოლებდა ჩიბუხს.
გამდიდრდა ჯოვანინო, ბედნიერად ცხოვრობდა დიდებულ სასახლეში და იცოცხლა მანამდე, ვიდრე ერთხელ… როგორ გგონიათ, რა დაემართა გულად ჯოვანინოს? — უკან მიიხედა, თავისი ჩრდილი დაინახა და შიშით იქვე დალია სული.
ლიგურია

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button