2020 წლის პირველი ნახევრის AnTuTu-რეიტინგი: ყველაზე მძლავრი ჩიპები სმარტფონებისთვის
გასულ კვირას ბენჩმარკ Antutu-ზე გამოქვეყნდა ივლისის ყველაზე მაღალი წარმადობის სმარტფონები ოპერაციული სისტემა Android-ით. ამჯერად კი წარმოდგენილია მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ყველაზე მძლავრი მობილური პროცესორების ჩამონათვალი.
უპირობო ლიდერია Qualcomm Snapdragon 865. ეს ჩიპი მოიცავს რვა Kryo 585 ბირთვს ტაქტის სიხშირით – 2.84 გჰც-მდე, ასევე გრაფიკულ ამაჩქარებელს – Adreno 650. უნდა აღინიშნოს, რომ Snapdragon 865 სმარტფონებისთვის განკუთვნილ სხვა მაღალი დონის ჩიპებს აღემატება როგორც გამოთვლილი, ისე გრაფიკუი პროცესორის წარმადობით.
მეორე ადგილზეა MediaTek-ის ფლაგმანური პროცესორი Dimensity 1000+ ინტეგრირებული 5G მოდემით. მესამე ადგილზეა Qualcomm-ის კიდევ ერთი ჩიპი – გასულ წელს გამოსული Snapdragon 855 Plus.
რეიტინგი მეოთხე ადგილიდან მეათემდე:
- Huawei HiSilicon Kirin 990 5G;
- Qualcomm Snapdragon 855;
- Huawei HiSilicon Kirin 990;
- MediaTek Dimensity 1000L;
- Huawei HiSilicon Kirin 980;
- Huawei HiSilicon Kirin 985 5G;
- MediaTek Dimensity 820.
ამრიგად, რეიტინგში შევიდა Qualcomm-ისა და MediaTek-ის სამი პროცესორი, აგრეთვე Huawei HiSilicon-ის ოთხი ჩიპი. მიმდინარე წლის მომდევნო ექვსი თვის რეიტინგში, დიდი ალბათობით, ლიდერი იქნება Snapdragon 865 Plus, რომელიც 3.09 გჰც-მდე სიხშირეზე იმუშავებს.