ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ Bitcoin-ი ფულად აღიარა

კოლუმბიის საოლქო სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ, ბერილ ჰაუელმა განაცხადა, რომ Bitcoin-ი წარმოადგენს ფულის ფორმას და ექვემდებარება კანონმდებლობის ზემოქმედებას  ფულადი რესურსების გათეთრების შესახებ. 

განჩინების მიხედვით სასამართლოს საშუალება მიეცა არ მოუხსნას ბრალდება თებერვალში დაპატიმრებულ, Coin Ninja-ს აღმასრულებელ დირექტორ ლარი დინ ჰარმონს. მას ბრალი ედება სამი მუხლით: 

  • კუთვნილი სერვისის მეშვეობით Helix მონეტების მიქშირებით დაახლოებით 311 მლნ აშშ დოლარის გათეთრება; 
  • ფულის გადარიცხვის არალიცენზირებული ბიზნესის მართვა; 
  • ფულადი რესურსების გადარიცხვის უკანონო საქმიანობაში ჩართვა. 

მოსამართლემ აღნიშნა, რომ ფული “ჩვეულებრივ ნიშნავს გაცვლით მეთოდს, გადახდის ან დაგროვების საშუალებას“. 

„Bitcoin-ი ყველა ამ თვისებას ფლობს“ – განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2018 წელს აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიის (SEC) ხელმძღვანელმა ჯეი კლეიტონმა გაუსვა ხაზი, რომ Bitcoin-ს შეუძლია ჩაანაცვლოს დოლარი, იენი ან ევრო, ამიტომ ის არ შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც ფასიანი ქაღალდი. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button