Blue Origin წარმოგიდგენთ რაკეტას, რომელიც SpaceX-ის Falcon Heavy-ს კონკურენტია
კომპანია Blue Origin-მა წარადგინა მრავალჯერადი რაკეტა New Glenn, რომელიც შეძლებს კონკურენცია გაუწიოს SpaceX-ის Falcon Heavy-ს.
რაკეტა დიამეტრით 7 მეტრზე მეტია – იგი იმდენად დიდია, რომ მასში თავისუფლად მოთავსდება Blue Origin-ის მეორე რაკეტა – New Shepard.
New Glenn-ის სიმაღლე 95 მეტრია და შეუძლია 45 ტონაზე მეტი ტვირთის აწევა. სამომავლოდ New Glenn ორბიტაზე გაიტანს კომერციულ ტვირთს, ასევე შეასრულებს სამხედრო და სამეცნიერო მისიებს.
გარდა ამისა, კომპანიამ მოახდინა ზედა BE-3U დონის ტესტირება თავის საწარმოში, დასავლეთ ტეხასში. ძრავებში გამოყენებულია „ექსპანსიური ციკლის“ კონსტრუქცია – იგი სხვა ძრავებზე მარტივია, რადგანაც სითბო, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს ტურბინები, ასევე გენერირდება საწვავის წვის ძირითად კამერაში.
Blue Origin-მა წარმატებით შეასრულა BE-4 ძრავის შემოწმება, რომელიც რაკეტის ძირითადი და მეორე დონის საფუძველს წარმოადგენს.