ბაზრის ვარდნის ფონზე Bitcoin-ის ჰეშრეითი თითქმის 30%-ით შემცირდა
სტატიის წერის მომენტში Bitcoin-ის ჰეშრეითი 97,9 EH/s ნიშNულზე იყო, რამდენიმე კვირის წინ კი ეს მაჩვენებელი 136,264 EH/s-ს შეადგენდა.
ამრიგად, მარტის დასაწყისიდან პირველი კრიპტოვალუტის ქსელის ჯამური სიმძლავრის კლებამ დაახლოებით 30 % შეადგინა.
მაინინგ-პულ Poolin-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალეხანდრო დე ლა ტორემ აღნიშნა, რომ ჰეშრეითის მაჩვენებელი პირდაპირაა დამოკიდებული მოპოვებული კრიპტოვალუტის ფასზე.
„თუკი მაინერებს არ შეუძლიათ ელექტროენერგიის დანახარჯის გადაფარვაც კი, ისინი იძულებულნი ხდებიან გამორთონ აღჭურვილობა. ვთვლი, რომ სწორედ ამიტომ ვხედავთ მაჩვენებლის შემცირებას“ – განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.
მან დაამატა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი მომხდარში შესაძლოა ითამაშა პანიკამ, რადგანაც „მაინერებიც ადამიანები არიან“. მეორე მხრივ, ამ სეგმენტის მონაწილეთა ნაწილი ჯერ კიდევ ცდილობს კრიპტოვალუტების შენარჩუნებას ფასის სწრაფად ვარდნის პირობებშიც კი.
მონაცემების თანახმად ელექტროენერგია ყველაზე იაფია ვენესუელაში, ტრინიდადი და ტობაგოში, უზბეკეთში, უკრაინასა და ქუვეთში.
შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია Bitcoin-ის მაინინგის სირთულემ.