ახალი ამბებისმარტფონებიტექნოლოგია

კომპანია Samsung სმატფონ Galaxy Note20-ის ორ ვერსიას ამზადებს

რამდენიმე თვეა ინტერნეტში ტრიალებს ცნობები მზადებაში არსებულ სმარტფონ Samsung Galaxy Note20-ის შესახებ. ბოლო ინფორმაციის თანახმად კომპანია წარადგენს სულ მცირე ორ მოდელს, რომელთაც სხვადასხვა პროცესორი ექნება.

არაოფიციალური მონაცემებით სამხრეთკორეული კომპანია გეგმავს Galaxy Note20 სმარტფონის ორი ვერსიის გამოშვებას. ერთ-ერთი მათგანი დაფუძნებული იქნება რვაბირთვიან ჩიპ Snapdragon 865-ზე, მეორეს კი ექნება სხვა პროცესორი, რომლის დასახელება ჯერჯერობით უცნობია.

შესაძლებელია ვარაუდი, რომ საუბარი ეხება ახალ ჩიპს Exynos-სერიიდან, რომელიც აგებულია ღრმა ულტრაიისფერი ფოტოლითოგრაფიის ტექნოლოგიით (EUV, Extreme Ultraviolet Lithography).

ვრცელდება ცნობა, რომ Note20 სერიის საბაზისო მოდელს ექნება მხოლოდ 128 გბ ფლეშ-მეხსიერება იმ დროს, როდესაც მისი წინამორბედი Note 10-ის მეხსიერების მოცულობა 256 გიგაბაიტია. ასეთი შემთხვევა შესაძლოა ნიშნავდეს მოწყობილობის ფასის შემცირებას, ან Samsung თავის სმარტფონებში დააბრუნებს microSD მეხსიერების ბარათის სლოტს.

ძველად კომპანია Samsung-მა წარადგინა Galaxy Note სერიის ფაბლეტები ბერლინში გამართულ გამოფენა IFA-ზე, თუმცა ბოლო წლებია იგი პრეზენტაციებისთვის ირჩევს ღონისძიება Unpacked-ს. როგორც ჩანს, გასული წლის მსგავსად ახალი Galaxy Note მოდელების წარდგენა მოხდება ნიუ-იორკში აგვისტოს დასაწყისში. არ არის გამორიცხული, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანიის პრეზენტაცია ონლაინ-რეჟიმში წარიმართოს.

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button