ისტორიასაკითხავი

რუსეთის მარცხი – გიორგი ელიზბარაშვილი

1722-ვახტანგ VI-ს  შეტოვება  ოსმალეთთან

1770-ღალატი  ასპინძის  ომში

1795-ღალატი  კრწანისის  ომში

1801-ანექსია

ქართული  სამეფო  ოჯახის  გადასახლება

1804-მთიულეთის  აჯანყების  ჩახშობა

1811-ავტოკეფალიის  გაუქმება

1812-კახეთის  აჯანყების  ჩახშობა

1819-იმერეთის  აჯანყების  ჩახშობა

1841-გურიის  აჯანყების  ჩახშობა

1856-სამეგრელოს  აჯანყების  ჩახშობა

1887-დიმიტრი  ყიფიანის  მკვლელობა

1914-1917  გერმანია-რუსეთის  ომი,  დაიღუპა  100 000-ზე  მეტი  ქართველი,  ეს  ფაქტი  კომუნისტებმა  საგანგებოდ  მიჩქმალეს.  ვეტერანებს  პენსიაც  კი  არ  ჰქონიათ

მოოქროვილი  ხატების  ძარცვა-დატაცება,  ეკლესიების  კირით  შეთეთრება  „ერთმორწმუნე“  უფროსი  „ძმის“  მიერ.

სკოლებში,  ეკლესიებში,  სასამართლო  სისტემაში  ქართული  ენის  გაძევება  და  რუსულის  დაკანონება…

1920  სოჭის  ანექსია

1921-ხელახალი  ანექსია

1921-საინგილოს  გაჩუქება

1921-ლორეს  გაჩუქება

1921-ტაო-კლარჯეთის  გაჩუქება  ყარსის   ხელშეკრულებით  ხელი  მოეწერა  13  ოქტომბერს,  რატიფიცირებულ  იქნა  1922  წლის  11  სექტემბერს.

1921-დვალეთის  ანექსია

ოკუპაციამდე  საქართველოს  ფართობი  შეადგენდა  107 600 კმ2-ს. სულ  რაღაც  1  წელიწადში  შემცირდა  69 700 კმ2-მდე.  35.2%-ით 

1922-სვანეთის  აჯანყების  ჩახშობა

1923-კოტე  აფხაზის  დახვრეტა

1923-ლევან  რაზიკაშვილის  დახვრეტა

1923-  გენერლების  ალექსანდრე  ანდრონიკაშვილის  და  ვარდენ  წულუკიძის,  პოლკოვნიკების  ხიმშიაშვილი  გიორგის,  მუისხელიშვილი  როსტომის,  გულისაშვილი  ელიზბარის,  მაჭავარიანი  ალექსანდრეს  და  სხვა  სამხედრო  მაღალჩინოსნების  დახვრეტა

1923-დავით  და  კონსტანტინე  მხეიძეების  ცხედრების  ამოთხრა  და  ქუჩა-ქუჩა  თრევა

1924-აჯანყების  გაუგონარი  სისატიკით  ჩახშობა  1  კვირაში  12000  მოკლული

1924-ვალიკო  ჯუღელის  დახვრეტა

1924-ძმებ  ანდრია  და  პეტრე  კარბელაშვილების  დახვრეტა,  მათ  საგალობლები  გადაიტანეს  სანოტო  სისტემაზე

1925-მიხა  ხელაშვილის  მკლელობა

1920-ინების  პირველი  ნახევარი  კერძო  საკუთრების  ხელყოფა,  ქარვასლების,  დუქნების,  საწარმოების  მეპატრონეებისთვის  უსასყიდლოდ  ჩამორთმევა.

1920-იანების  მეორე  ნახევარი.  მთავარი  დაპირების  უგულებელყოფა,  გლეხებისთვის  მიწის  დარიგების  მაგივრად  არსებულის  წართმევა.

1920-იან  1930-იანი  წლები  ათობით  მიტროპოლიტის,  დეკანოზის  და  მღვდლის  დახვრეტა

1920-იან 1930-იანი  წლენი  ეკლესიებიდან  გუმბათების  მოხსნა,  ზარცვა,  ნგრევა.  ეს  და  მთელი  შემდგომი  პერიოდი  მათი  გამოყენება  ფურნებად,  საწყობებად,  ბოსლებად, აბანოებად.

1937-მიხეილ  ჯავახიშვილი

1937-სანდრო  ახმეტელი

1937-გიორგი  მაზნიაშვილი,  კაცი  რომლის  დამსახურებითაც  დღეს  აჭარა  საქართველოს  შემადგენლობაშია!  დახვრიტეს  შვილთან  ერთად

1937-ტიციან  ტაბიძე

1937-ევგენი  მიქელაძე

1937-დიმიტრი  შევარდნაძე

1937-ვახტანგ  კოტეტიშვილი,  ჩაწერა  „ლექსი  ვეფხისა  და  მოყმისა“

1937-ნიკოლო  მიწიშვილი

1937-გიორგი  ელიავა  მიკრობიოლოგი,  ბაქტერიოლოგიური  ინსტიტუტის  დამაარსებელი

1937-ბესარიონ  ჭიჭინაძე  ზაჰესის   დამპროექტებელი

1937-ვლადიმერ  ჯიქია  რიონჰესის  დამპროექტებელი

1937-მემედ  აბაშიძე

1937-გრიგოლ  ლორთქიფანიძე  დამოუკიდებელი  საქართველოს სამხედრო  მინისტრი

1937-შალვა  ცინცაძე  ქიმიის  მეცნიერებათა  დოქტორი,  სხვადასხვა  დროს  მუშაობდა  მკვლევარად  ბრიტანეთის, გერმანიის,  საფრანგეთის  და  აშშ-ს  უნივერსიტეტებში

1937-მეცნიერები: სოლომონ  ქურდიანი, ივანე  კონიაშვილი,  ილია  ჯანდიერი,  გრიგოლ  წერეთელი…

16  წელი  ჭაბუა  ამირეჯიბმა  და  22  წელი  ლევან  გოთოუამ   ციხეებსა  და  გადასახლებებში  გაატარეს

1933  წლამდე  სკოლებში  აკრძალული  იყო  ილია  ჭავჭავაძე.  დროებით  უნივერსიტეტიდან  გააძევეს  ივანე  ჯავახიშვილი.  ექვთიმე  თაყაიშვილი  აიყვანეს  შინაპატიმრობაში…

1937  ცნობილი  ადამიანების  გარდა  10 000-ზე  მეტი  დახვრეტილი  და  70 000-მდე  გადასახლებული.  დახვრეტის  ასაკი  დაწეული  იყო  12  წლამდე.   დაკითხვისას  ცემა  გონებისდაკარგვამდე  და  ზოგჯერ  სიკვდილამდეც,  გაუპატიურება,  გაყინულ  ან  გადახურებულ  საკანში  შეგდება,    კვირობით  მგზავრობა  საბარგო  ვაგონით,  კატორღუ;ლი  შრომა  გულაგებში  განურჩევლად  ქალისა  და  კაცისა.

1941-1945  გერმანია-რუსეთის  ომი.  300 000  დაღუპული  ქართველი,  მოსახლეობის  10%.  საქართველოს  ტერიტორიაზე  1  ბომბი  არ  ჩამოვარდნილა.

1942-სტუდენტებისგან  შემდგარი  პატრიოტული  ორგანიზაცია  „სამანის“  17  წევრის  დახვრეტა

1951-მეგრელთა  საქმე

1951-ყოფილი  ტყვეების  და  მოტყუებით  დაბრუნებული  ემიგრანტების  გადასახლება

1954-ევროპის  უმაღლესი  მწვერვალის  იალბუზის (5642 მ)  ანექსია

1956-9  მარტი

1978-სახელმწიფო  ენის  გაუქმების  მცდელობა

1978-1989  ავღანეთის  ომი  დაიღუპა  128  ქართველი (ოფიციალურად)

1983-ფსიქიატრიულში  ცემით  მოკლეს  ჟურნალისტი  ნაზი  შამანაური

1984  დახვრიტეს  თვითმფრინავის  ბიჭები  და  მათთან  ერთად  მღვდელი  რომელიც  თვითმფრინავში  საერთოდ  არ  ყოფილა.

1989-9  აპრილი

1989-13  ოქტომბერი  მერაბ  კოსტავას  მკვლელობა

1991-პუტჩის  ორგანიზება-დაფინანსება

1991-1992  სამაჩაბლოს  ომი

1992-1993  აფხაზეთის  ომი  25 000  დაღუპული,  300 000  იძულებით  გადაადგილებული

1993-ბალტინის  ჯარების  შემოსვლა

1998-გალის  მოვლენები

2004  შეტაკებები  სამაჩაბლოში

2008-ომი  საქართველოს  წინააღმდეგ

2008-დან  დღემდე  მცოცავი  ოკუპაცია…

1921  წლიდან  დღემდე  რუსეთმა  საქართველოს  ტერიტორიის  48.2%მიიტაცა  ან  გააჩუქა.  ომებს  და  რეპრესიებს  შეეწირა  400 000-ზე  მეტი.  გადაასახლეს  და  დევნილად  აქციეს  500 000-ზე  მეტი!

სამარცხვინო  რეალობა  ხშირად  ამ  ყველა  სისაძაგლის  შემსრულებელი  და  ზოგჯერ  ორგანიზატორიც  ქართველი  იყო

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button