გადარჩენა კრიპტო ზამთრის პირობებში: როგორ დაეხმარება ტოკენების კონვერტაცია Utility-დან security-ში ICO-კომპანიებსა და მათ ინვესტორებს
კრიპტო ქომიუნითი უკვე დიდი ხანია მივიდა კონსენსუსამდე, რომ ორი წლის წინ მომხდარი ბუმი ICO-ზე დიდი საინვესტიციო ბუშტი აღმოჩნდა. 2019 წლის აგვისტოში ICO-კომპანიების მხოლოდ 10.8 %-მა მოუტანა ინვესტორებს შემოსავალი, ამავე დროს ICO-ს მედიანური სარგებლიანობა აშშ დოლარში შეადგენდა -87%-ს და აგრძელებდა ვარდნას: სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ათიდან ცხრა ICO-მ თავის ინვესტორებს არაფერი მოუტანა იმედგაცრუებისა და ზარალის გარდა.
თუმცა არსებობს პროექტები, რომელთაც ტოკენების ფასის ვარდნის მიუხედავად შეძლეს წარმატებული ბიზნესის აწყობა.
ერთ-ერთი მათგანია p2p-სესხების ბირჟა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის – Karma. 2017 წელს პროექტმა შეძლო შეეგროვებინა 10 მლნ აშშ დოლარზე მეტი კრიპტოვალუტებში ICO-ზე. ICO-ბუმის მონაწილე პროექტების უმეტესობისგან განსხვავებით კომპანიამ დაასრულა პლატფორმაზე მუშაობა, რომელზეც უკვე 7 ათასზე მეტი ინვესტორია რეგისტრირებული. პლატფორმაზე გარიგებების მოცულობა მუდმივად იზრდება, გაცემული სესხების მოცულობა კი თვეში საშუალოდ 40 %-ით მატულობს.
ამავე დროს კრიპტო ზამთრის დადგომა ნეგატიურად აისახა Karma-ს ინვესტორების მდგომარეობაზე:
„როდესაც ICO-ბუშტი გასკდა, ICO-ს ფარგლებში ჩვენ მიერ გამოშვებული აქტივების ღირებულება რამდენჯერმე დაეცა. ამან მეტად უარყოფითად იმოქმედა Karma-ს ტოკენების მფლობელებზე“ – აცხადებს პლატფორმის დამაარსებელი. – „იქმნება პარადოქსული სიტუაცია: პროექტი კოლოსალური ტემპებით ვითარდება და იზრდება იმ დროს, როდესაც ინვესტორები ზარალს განიცდიან“.
იმისთვის, რომ ინვესტორებმა კომპანიის ზრდისგან სარგებელი მიიღონ, Karma-მ გადაწყვიტა განახორციელოს ICO utility-ტოკენების კონვერტაცია security-ტოკენებში – ეს გახლავთ აქტივები, რომლებიც ფასიანი ქაღალდების ციფრულ ანალოგებს წარმოადგენს.
იმის გათვალისწინებით, რომ security-ტოკენი ფასიანი ქაღალდის ციფრული იდენტიფიკატორია, მის მფლობელს მთელი რიგი კორპორატიული უფლებები ექნება: დივიდენდების მიღების, კომპანიის წილის ფლობის, ხმის მიცემაში მონაწილეობის უფლებები და სხვა. ამგვარად, კონვერტაციის შემდეგ Karma-ს ტოკენების მფლობელები ფაქტობრივად მისი აქციონერები გახდებიან, Karma კი იქნება პირველი კომპანია, რომელმაც მოახდინა utility-ტოკენების კონვერტირება ფასიან ქაღალდებში.
Karma-ს აქტივების კონვერტაციას საკუთარ თავზე აიღებს ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებითა და ტრეიდინგით დაკავებული პლატფორმა Tokenomica.
„პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ICO-ს ფარგლებში utility-ტოკენების გამოშვება კომპანიისთვის უფრო მომგებიანი აღმოჩნდა, ვიდრე ინვესტორებისთვის. Security-ტოკენებზე გადასვლა კი ინტერესების ბალანსს აღადგენს: ინვესტორები გახდებიან კომპანიის სრულფასოვანი და მოგების მქონე თანამფლობელები, ამავე დროს თავად კომპანია აამაღლებს თავის საინვესტიციო მიმზიდველობას და გაიმყარებს რეპუტაციას ბაზარზე“ – აღნიშნა Tokenomica-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
ახალი ეკონომიკური მოგება ინვესტორებისთვის security-ტოკენებზე გადასვლის ერთადერთი უპირატესობა არ გახლავთ. Utility-ტოკენებისგან განსხვავებით security-ტოკენების ღირებულების ცვლილების დინამიკა დაკავშირებულია კომპანიის საკვანძო ფინანსურ მაჩვენებლებზე და ნაკლებადაა დამოკიდებული კრიპტო ბაზრის რყევებზე.
იქიდან გამომდინარე, რომ utility-ტოკენები მფლობელებს წვდომას აძლევენ კომპანიის ამა თუ იმ სერვისზე, მათ გამოსაშვებად საჭიროა კონკრეტული ქეისის შემუშავება ბიზნესში ტოკენების გამოსაყენებლად. Security-ტოკენების გამოშვებას მსგავსი მიდგომა არ სჭირდება, პროექტსა და ინვესტორებს შორის დამოკიდებულება აგებულია მოდელზე – „კომპანია-აქციონერი“.
თუმცა ამგვარი მოდელი ვერ იქნება გამოყენებულია ყველა ICO პროექტში. კონვერტაციაში შესაძლოა ჩართული იყოს ტოკენების მფლობელთა აქტიური ქომიუნითის მქონე პროექტები, რომელთაც უკვე წამოიწყეს ბიზნეს-საქმიანობა, ან კარგად განვითარებული ბიზნეს მოდელის მქონე კომპანიები.