ახალი ამბებითამაშები

კომპანია Valve-მ წარადგინა თავისი ფლაგმანური VR-პროექტი Half-Life Alyx.

კომპანია Valve-მ წარადგინა თავისი ფლაგმანური VR-პროექტი Half-Life Alyx. ამ დრომდე სიახლის შესახებ ხმები არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინტერნეტ-წყაროების მიერ, ამჯერად კი კომპანიამ სიახლე ოფიციალურად დაადასტურა. 

Half-Life Alyx-ის სიუჟეტი მოიცავს პერიოდს Half-Life-სა და Half-Life 2-ს შორის, თავად თამაში კი სავსებით სრულფასოვანია: საშუალოდ, მთლიანი სიუჟეტის ჩასამთავრებლად გეიმერებს დაახლობით თხუთმეტი საათი დასჭირდებათ. რთული მისახვედრი არ გახლავთ, რომ მთავარი პერსონაჟია ალიქს ვენსი – მეორე ნაწილში მოქმედი გორდონ ფრიმენის ერთგული თანამგზავრი. 

Valve-ს განცხადების თანახმად, იგი აპირებს განავითაროს Half-Life-ის სერია, თუმცა თავდაპირველად დააკვირდება ფაქტს – რამდენად დადებითად მიიღებს საზოგადოება Alyx-ს. კომპანიას სურდა გამოეშვა თამაშის ვერსია კლავიატურა-მაუსისთვის, თუმცა პროექტი თავიდანვე შემოთავაზებულ იქნა, როგორც ვირტუალური რეალობის ფორმატის თამაში შესაბამისი მექანიკით. მათთვის კი, ვინც მზადაა გადაიხადოს არც ისე მცირე თანხა შესაბამისი აღჭურვილობისთვის, ან უკვე ფლობს VR-ტექნიკას, ხელმისაწვდომი იქნება ისეთი მაღალი დონის თამაში, როგორიც Half-Life-ის სერიაში ამ დრომდე არ არსებულა. 

იმისთვის, რომ ახალი თამაშით სარგებლობა შეძლოთ, დაგჭირდებათ კომპიუტერი, რომელიც წარმოდგენილი იქნება სულ მცირე Intel Core i5-7500-ით ან AMD Ryzen 5 1600 პროცესორით, 12 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებითა და ვიდეო ბარათებით – NVIDIA GeForce GTX 1060 ან AMD Radeon RX 580. 

Half-Life Alyx-ის რელიზი დაგეგმილია 2020 წლის მარტისთვის. თამაშის მხარდაჭერა აქვს შემდეგ VR-ჰედსეტებს – Valve Index, HTC Vive, Oculus Rift, Microsoft MR.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button