ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებისხვადასხვა

Libra: შეძლებს თუ ვერა Facebook-ის კრიპტოვალუტა ამერიკული დოლარის ჩანაცვლებას?

ერთი კვირის წინ მსოფლიოს უდიდესმა სოციალურმა ქსელმა განაცხადა საკუთარი ციფრული ვალუტა Libra-ს შექმნის შესახებ. ეს კრიპტოვალუტა იმუშავებს შვეიცარიული ფონდის მიერ შექმნილ ბლოკჩეინზე და ექნება ასობით კომპანიის მხარდაჭერა. Facebook-ის და მისი სხვა სერვისების კოლოსალური აუდიტორიის გათვალისწინებით გაჩნდა მოსაზრება, რომ Libra-მ შესაძლოა ჩვეულებრივი დოლარი ჩაანაცვლოს. 

რას წარმოადგენს Facebook-ის კრიპტოვალუტა 

ყველამ კარგად ვიცით, რომ მსოფლიო ეტაპობრივად გადადის ციფრულ ფულზე. არის დიდი ალბათობა, რომ რამდენიმე ათწლეულში ბანკები საჭირო აღარ იქნება, ფული კი შესაძლებელი იქნება შეინახოთ ციფრული სახით საკუთარ სმარტფონში ან ფლეშ-მეხსიერების ბარათზე ისევე, როგორც საფულეში. მზარდი Bitcoin ხალხში სულ უფრო აღვივებს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების შეგრძნებას. 

რაც შეეხება Libra-ს.  „ცუკერდოლარს“ – როგორც მას მარკის თაყვანისმცემლებმა უწოდეს, გრძელვადიან პერსპექტივაში სურს მსოფლიოს „წაართვას“ დოლარი და იგი ციფრულ ვალუტად აქციოს. კრიპტოვალუტის უკან რეალური ვალუტა იდგება: აშშ დოლარი, ევრო, იაპონური იენა და ფუნტი სტერლინგი, რომლებიც შეინახება სპეციალურ ფონდში – Libra Reserve. მომდევნო 18 თვის მანძილზე Libra აეწყობა Facebook-ის ეკოსისტემაზე და შეიძენს საკუთარ საფულეს – Calibra. Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მომხმარებელთა საერთო რიცხვი 2.4 მილიარდს შეადგენს. Libra-ს მეშვეობით შესაძლებელი იქნება დოლართან დაკავშირებული ვალუტის გაგზავნა ან მიღება ნებისმიერი პირის მიერ. 

ცხადია, საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი შეუძლია ასეთ კრიპტოვალუტას მთელი კრიპტო ბაზრის შეცვლა, თუკი რა თქმა უნდა, საქმე კარგად წავა და თუკი ნებას დართავენ. ამჟამად მისი მხარდაჭერა არც ისე დიდია – Libra ფასეულობას შეიძენს მხოლოდ და მხოლოდ მასიური აუდიტორიის ხარჯზე. 

რომელ ბლოკჩეინზე იმუშავებს Libra 

ამ კრიპტოვალუტას საფუძვლად უდევს კონსენსუსის მექანიზმი PoS ორტოკენიანი სისტემით. Libra-ს უსაფრთხოების დაცვისათვის არ იქნება საჭირო ბევრი ელექტროენერგიის დახარჯვა, თავად ტრანზაქციები კი იქნება მომენტალური და იაფი. 

რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, Libra გამოყენებული იქნება არა მარტო თანხის გადარიცხვისთვის – იგი ღია იქნება ციფრული აპლიკაციების, ვებ-გვერდების, ელექტრონული კომერციის შექმნისთვის. 2.4 მილიარდი ადამიანისთვის წარმოდგენილი იქნება ახალი, განვითარებადი კრიპტო ბაზარი და ყველაფერი ის, რაც მასზე შენდება.

ვარაუდობენ, რომ Libra Bitcoin-საც აღმასვლისაკენ უბიძგებს – მის შესახებ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს და დაინტერესდება. 

გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა შეიცვალოს ფულის გაცვლის ინდუსტრია. არსობრივად, Facebook ახალ ცენტრობანკად გვევლინება, რომელიც დაარეგულირებს ემისიას (გამოუშვებს ახალ ფულს) და ფულადი რესურსების ბრუნვას. ფიქრობთ, რომ ამერიკის ცენტრალურ ბანკს ეს ამბავი მოეწონება? რა თქმა უნდა, არა. თუმცა ხელმძღვანელობის თქმით Facebook ქმნის კიდევ ერთ საგადახდო სისტემას და არა ახალ დოლარს, ასე რომ მისი ჯერჯერობით არ ეშინიათ. მაგრამ ცუკერბერგის ამბიციების შესახებ ყველას კარგად მოგვეხსენება. 

რა ეღირება Libra და სად ვიყიდოთ? 

კითხვა, რომელიც ბევრს აწუხებს – რა ეღირება Libra. რადგან კრიპტოვალუტას ქმნის ისეთი გიგანტი, როგორიც Facebook-ია, ვალუტის მსურველი ბევრი იქნება და, შესაბამისად, მისი ფასი აიწევს. თუმცა დიდი ალბათობით ეს ასე არ მოხდება: Libra-ს კურსი თავისუფალი იქნება – ეს კრიპტოვალუტა არ არის ჩაფიქრებული Stablecoin-ის ან დოლარის ციფრულ ანალოგად. მაგრამ იგი ამავე დროს სტაბილური იქნება, რადგანაც მიბმულია რეალურ აქტივებზე და კონტროლდება გულმოდგინედ. 

კარგია Libra თუ ცუდი? 

დადებითი მხარეები: კრიპტოვალუტები – ეს მომავალია. ისინი არსად გაქრება, თუნდაც იმიტომ, რომ მოსახერხებელია. Facebook უზარმაზარ აუდიტორიას უხსნის გზას კრიპტოვალუტების ახალ სამყაროში. უარყოფითი მხარეები: Facebook-მა მომხმარებლების ნდობა დაკარგა კონფიდენციალურობის დარღვევების გამო, კრიპტოვალუტების მსურველთა  ნდობის დამსახურება კი ადვილი არ იქნება, რადგაც ეს არის მეტად ცენტრალიზებული სისტემა, რომელშიც საბოლოო სიტყვა მაინც მარკ ცუკერბერგზე იქნება. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close