Hi-Techახალი ამბებიკოსმოსი

ჩინელები მარსზე მიფრინავენ, პირველი მარსმავალი უკვე მზად არის

ჩინელმა მეცნიერებმა და ინჟინრებმა დაასრულეს პირველი მარსმავალის აწყობა, იგი სამეცნიერო-კვლევითი მისიით წითელ პლანეტაზე 2020 წელს უნდა გაემგზავროს. მისია მოიცავს ორბიტაზე გასვლას, მარსზე დაშვებას და მის ზედაპირზე გადაადგილებას. 

image.png

ჯერ კიდევ 2017 წლიდან არის ცნობილი, რომ ჩინეთს სურს განახორციელოს მარსული კოსმოსური მისია და გახდეს ქვეყანა, რომელიც მასზე ორბიტალურ და ზედაპირის კვლევებს ჩაატარებს. ეს სურვილი და არსებული გეგმა ჩინეთმა წელს დაადასტურა და განაცხადა, რომ მთვარის წარმატებულმა მისიებმა ქვეყანას ახალი სიმაღლეებისაკენ უბიძგა. 

მთვარის ჩინური მისიის ხელმძღვანელის განცხადებით მარსმავლის მთავარი ამოცანა იქნება მარსზე შესაძლო სიცოცხლის ნიშნების ძიება. გარდა ამისა, მისია უნდა დაეხმაროს მეცნიერებს, გაიგონ, შესაძლებელია თუ არა წითელი პლანეტის პირობები სამომავლოდ ისე შეიცვალოს, რომ იგი ადამიანების ცხოვრებისთვის ვარგისი გახდეს. 

მისიის ფარგლებში ორბიტალური აპარატი გამოიკვლევს ატმოსფეროს, მაგნიტურ ველს, ტემპერატურასა და წითელი პლანეტის ლანდშაფტს. მარსმავალი კი შეისწავლის პლანეტის ზედაპირს და ჩაატარებს იმ აღჭურვილობის გამოცდას, რომელიც მის შემდგომ მისიაში იქნება გამოყენებული: მომდევნო მისიის მსვლელობისას შეგროვდება ნიადაგისა და კლდოვანი ქანების ნიმუშები. 

მისიის დაწყება დაგეგმილია იმ დროისათვის, როდესაც მარსი და დედამიწა მაქსიმალურად ახლოს იქნებიან ერთმანეთთან განლაგებული. ეს მოვლენა ხდება მხოლოდ 26 თვეში ერთხელ და ერთი თვის მანძილზე გრძელდება. 

ამ დრომდე მარსისკენ სულ გაგზავნილი იყო 45 კოსმოსური მისია, რომელთაგან მხოლოდ 19 აღმოჩნდა წარმატებული. ამჟამად წითელი პლანეტის ზედაპირზე ექვსი აპარატი მუშაობს: ოთხი ამერიკული (სამი ორბიტალური და ერთი სახმელეთო), ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ერთი ორბიტალური აპარატი და ერთიც ინდური ზონდი. 

image.png

მარსმავლებისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს არნახულად ძლიერი ქვიშის ქარიშხლები წარმოადგენს, რომლებიც ხშირად რამდენიმე თვე გრძელდება. მზის ბატარეებზე მომუშავე მარსმავლების მაგალითები ადასტურებს მათ დაუცველობას ბუნების ამ მოვლენის მიმართ. ამიტომ, ჩინეთის მარსული მისიის ხელმძღვანელის აზრით პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა იქნება მარსმავლებში ბირთვული გენერატორის გამოყენება. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close