ტექნოლოგია

გერმანიაში შექმნეს მცირე ზომის მოედანზე თვითმფრინავის ავტომატური დაშვების სისტემა

დიდი ზომის აეროპორტებში დაშვებისას კომერციულ თვითმფრინავებში უკვე ხდება ავტომატური დაშვების სისტემის გამოყენება – ამ დროს ავტოპილოტი მიჰყვება დედამიწაზე არსებული სპეციალური მოწყობილობების რადიოსიგნალებს. თუმცა მცირე ზომის აეროპორტებში მსგავსი რამ ამ დრომდე არ არსებულა. 

გერმანიის ხელისუფლების ფედერალური პროგრამის ფარგლებში მიუნხენისა და ბრაუნშვაიგის ტექნიკური უნივერსიტეტების სპეციალისტებმა შეიმუშავეს პატარა აეროპორტებში ავტომატური დაშვების ტექნოლოგია. იგი ემყარება GPS სისტემას, თუმცა სამწუხაროდ მისგან მიღებული კოორდინატები ხშირად არასაკმარისად ზუსტი და საიმედოა ორიენტირებისათვის. ჯამში, თუკი თვითმფრინავი დაეყრდნობა მხოლოდ GPS-ს, მიწაზე დაშვებისას პილოტს ისევ მოუწევს მართვის ხელში აღება. 

ამ შეზღუდვის გვერდის ასავლელად, სხვა დანარჩენ განათების წყაროსთან ერთად სპეციალისტები გვთავაზობენ თვითმფრინავების აღჭურვას ინფრაწითელი კამერით. აეროპორტთან მიახლოებისას თვითმფრინავის პროგრამული უზრუნველყოფა აანალიზებს კამერებიდან მიღებულ ვიდეოინფორმაციას, ამასთან, ადგენს მის ადგილმდებარეობას ასაფრენ ზოლთან მიმართებაში. GPS-მონაცემებთან ერთად ეს ინფორმაცია ავტოპილოტის მიერ გამოიყენება თვითმფრინავის უსაფრთხო დაშვებისთვის. 

image.png

მაისის ბოლოს სისტემა გამოიცადა საველე პირობებში, რომლის დროსაც მოხდა მსუბუქძრავიანი მოდიფიცირებული თვითმფრინავის, Diamond DA42-ის დაშვება მცირე ზომის აეროდრომზე. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close