აპლიკაციაახალი ამბებიბიზნესიინტერნეტი / სოც მედია

Facebook გამოუშვებს ექსპერიმენტულ აპლიკაციებს NPE Team ბრენდის სახელით

Facebook მომხმარებლებისთვის უშვებს ექსპერიმენტალური აპლიკაციების ახალ ბრენდს – „NPE Team, from Facebook“. (NPE ნიშნავს ექსპერიმენტირებას ახალ პროდუქტებთან – new product experimentation). გუნდი დაკავდება ახალი აპლიკაციების შექმნით iOS-ის, Android-ისა და ინტერნეტისათვის, განსაკუთრებული აქცენტი კი გაკეთდება ისეთ სამომხმარებლო სერვისებზე, რომლებიც წააგავს Microsoft Garage-ში არსებულს.

სიახლის შესახებ განთავსებულ ბლოგში კომპანია აღნიშნავს, რომ „გადაწყვიტა გამოიყენოს ეს ცალკეული დამოუკიდებელი საფირმო ბრენდი, რათა დაადგინოს რა მოლოდინი აქვთ მომხმარებლებს. NPE Team-ის აპლიკაციები სწრაფად შეიცვლება ან დაიხურება, თუკი კომპანია შეიტყობს, რომ ისინი სასარგებლო არ არის მომხმარებლებისთვის“.

Facebook-ისთვის აპლიკაციებში ექსპერიმენტირება უცხო არ გახლავთ. კომპანიის ისტორია სავსეა მიტოვებული, დავიწყებული პროდუქტებით, რომლებიც Facebook-მა გამოუშვა ან შეიძინა არსებობის მანძილზე. ასეთ აპლიკაციებს შორისაა Moments (ყველა ფოტოს ერთ ადგილას შეგროვების აპლიკაცია), Notify (სიახლეების გამოწერა), Lifestage (Snapchat-ის კლონი), Poke (Snapchat-ის კიდევ ერთი კლონი), Slingshot (Snapchat-ის მესამე კლონი), Tbh (ანონიმური სოციალური ქსელების აპლიკაცია), Moves (ფიტნეს-აპლიკაცია) და Hello (დილერი Android-ს მომხმარებლებისთვის).acastro_180522_facebook_0001.0.jpg

ცალკეული ჯგუფის შექმნა, რომელიც მოახდენს ახალი სერვისების ექსპერიმენტირებას და თანაც დაშორებული იქნება Facebook-ის მთავარი ბრენდისაგან, გონივრულ იდეად გამოიყურება. Facebook-ს ამგვარი გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს მოსინჯოს ახალი სერვისების შექმნა ნაკლები ზეწოლის ქვეშ, ხოლო თუკი რაიმე გეგმის მიხედვით ვერ იმუშავებს, ეს არ ხელყოფს მთლიანად Facebook-ბრენდს.

ჯერჯერობით არაფერი თქმულა იმის შესახებ, როდის ამოქმედდება NPE Team, თუმცა დიდი ალბათობით პირველი სერვისების გამოჩენამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი.

Source
.overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button