ლიტერატურასხვადასხვა

ზმნისწინთა მართლწერა

ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები

ავღნიშნე; გავნაგრძე; ანთავისუფლებს; ანხორციელებს; ანზოგადებს

რას ნიშნავს ზმნისწინი

ზ მ ნ ი ს წ ი ნ ი = ზმნის წინა ნაწილი. ერთ ან ორმარცვლიანი ელემენტი, რომელიც ზმნას თავში დაერთვის.

ზმნისწინებია: მი, მო,ა (აღ), ჩა, და, შე, გა ( გან), გადა, წა, ამო ( აღმო), ჩამო, შემო, გამო, გადმო, წამო

რატომ ვუშვებთ შეცდომებს?

თანამედროვე ქართულში ახალ ზმნისწინებთან ერთად მათი ძველი „მოძმეებიც მოღვაწეობენ“.

ა -, გა -, წა – ზმნისწინების ძველი ფორმებია აღ -, გან -, წარ;

ძველ და ახალ ზმნისწინთა თანაარსებობა იწვევს მათ აღრევას და აქედან გამომდინარე – ორთოგრაფიულ შეცდომებსაც.

რა უნდა გვახსოვდეს

ზმნისწინებს ვიყენებთ სრულად (გაუთიშველად)

გან გან – ვ – ათავისუფლე

წარ წარ – ა – დგენს

აღ აღ – ვ – ნიშნე

არ ვიყენებთ ძველი ან მოქმედი ზმნისწინების ნაშთს ( ნარჩენს ) ნ, რ, ღ – ზმნებში – ანხორციელებს, აღდგენს, ღზრდის, ანთავისუფლებს…
ზმნისწინის გათიშვა ( პირველი სუბიექტური პირის ან ქცევის ნიშნებით) დაუშვებელია!
შეცდომები რომ არ დავუშვათ

ზმნისწინი ან მთლიანად, გაუთიშველად უნდა გამოვიყენოთ, ან მთლიანად მოვაცილოთ ზმნის ფუძეს.

სწორია:

ავითარებს, ავითარებდა – განავითარებს, განავითარებდა
ასხვავებს, ასხვავებდა – განასხვავებს, განასხვავებდა
ასახიერებს, ასახიერებდა – განასახიერებს, განასახიერებდა
აღვნიშნავ, აღვნიშნავდი, აღვნიშნე
განვაგრძე
ახორციელებს, განვახორციელე, განხორციელდა
აზოგადებს, განვაზოგადე, განაზოგადა, განზოგადებული, განმაზოგადებელი
ათავისუფლებს, ათავისუფლებდა – განათავისუფლა, განათავისუფლებდა, განთავისუფლდა/გათავისუფლდა
დააკვირდით:

სწორ ფორმებში ზმნისწინი მთლიანადაა წარმოდგენილი (განთავისუფლდა) ან მთლიანადვეა მოცილებული (ძირითადად – აწმყო დროში – ათავისუფლებს)

გამონაკლისი:

ერთადერთი გამონაკლისი, სადაც პირველი პირის ნიშანი – ვ წინ უსწრებს ზმნისწინს, არის ზმნა ვაღიარებ (ვ + აღ = ვაღიარებ)

ყველა დანარჩენი აღ ზმნისწინიანი ზმნის პირველი პირის სწორ ფორმებში, ჯერ უნდა დაიწეროს ზმნისწინი, შემდეგ I სუბიექტური პირის ნიშანი (აღ+ვ=აღვნიშნავ)



წყარო: edu.aris.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button