ახალი ამბებიმსოფლიო

ოფიციალური ცნობა: გამოფენა E3 2020 გადაიდო

Entertainment Software Association-მა მიმდინარე წელს გავრცელებული ვირუსის გამო გადადო გამოფენა Electronic Entertainment Expo. ღონისძიება უნდა გამართულიყო 9-11 ივნისს ლოს-ანჯელესში.

ESA-ს განცხადება:

„ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში მოქმედ ჩვენს წევრ კომპანიებთან, ჩვენს თაყვანისმცემლებთან, თანამშრომლებთან და პარტნიორებთან გულმოდგინე კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება E3 2020-ის გადადების შესახებ“.

„COVID-19-თან დაკავშირებული მზარდი შეშფოთების გამო ჩავთვალეთ, რომ ეს იქნება საუკეთესო მეთოდი ასეთ გლობალურ უპრეცედენტო ვითარებაში მოქმედებისთვის“ – განაცხადეს ESA-ში. – ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, რომ ვერ შევძლებთ ამ ღონისძიების ჩატარებას, თუმცა ვიცით, რომ ეს გახლავთ სწორი გადაწყვეტილება იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც დღესდღეობით ვფლობთ“.

ამჟამად Entertainment Software Association გამოფენის მონაწილეებთან ერთად განიხილავს გამოფენის ონლაინ-ტრანსლაციის კოორდინირების ვარიანტებს, რათა მოხდეს სიახლეების დემონსტრირება 2020 წლის ივნისისთვის.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button