ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიდანაშაულიკვლევებისაზოგადოება

კვლევა: მომხმარებლების წინააღმდეგ მიმართული კრიპტო-დაჰაკვის შემთხვევები ფაქტობრივად ქრება

მომხმარებლების წინააღმდეგ მიმართული უკანონო კრიპტო-მაინინგი, იგივე cryptojacking-ი „არსობრივად გაქრა“ – ნათქვამია კიბერუსაფრთხოების საკითხში მოქმედი კომპანია MalwareBytes-ის ანგარიშში.

კვლევის თანახმად, მას შემდეგ, რაც ბრაუზერში ინტეგრირებული მაინინგის სერვისი CoinHive დაიხურა მარტში, cryptojacking-ი მომხმარებლების წინააღმდეგ მკვეთრად შემცირდა. თუმცა დაწესებულებების, კომპანიების წინააღმდეგ მსგავსი თავდასხმების შემთხვევების რაოდენობა იზრდება გასული კვარტალიდან მოყოლებული.

MalwareBytes ასევე აღნიშნავს, რომ Bitcoin-ის (BTC) მფლობელებმა, რომლებიც იყენებდნენ Electrum-საფულეებს Mac-ზე, დაკარგეს ერთობლივად 2,3 მლნ დოლარზე მეტი საფულის ტროიან-ვერსიის გამო, რომელიც მოქმედებდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში. 

Cryptojacking – ეს არის გამომთვლელი მოწყობილობის გამოყენება კრიპტოვალუტის მაინინგისათვის მოწყობილობის მფლობელის ინფორმირებულობისა და ნებართვის გარეშე. ამგვარი შემთხვევებისათვის დამახასიათებელი ეფექტები, რომლებსაც დაჰაკული მოწყობილობების მფლობელები გრძნობენ – არის მოქმედების შენელება, მოწყობილობის მიერ ჭარბი ტემპერატურის გამოყოფა და ბატარეის მუშაობის დროის შემცირება. როგორც ცნობილია, ყველაზე ხშირად ხსენებული ტიპის ბოროტმოქმედების სამიზნეს წარმოადგენს პრივატულობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტა Monero (XMR), რომელზე თავდასხმისასაც რთულია დაჰაკვის აღმოჩენა. 

გასული წლის მაისში Cointelegraph-ის მეშვეობით ცნობილი გახდა, რომ Coinhive-ის კრიპტო მაინინგ-სკრიპტი აღმოჩენილ იქნა მსოფლიოს 300-ზე მეტ სახელმწიფო დაწესებულებებისა და უნივერსიტეტების ვებ-გვერდებში. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button