Hi-Techავტომობილიახალი ამბები

Uber მელბურნში მოახდენს მფრინავი ტაქსების ტესტირებას

ამერიკულმა კომპანია Uber-მა მესამე ქალაქი აირჩია, რომელშიც ჩატარდება მფრინავი ტაქსების სატესტო ფრენები. დალასისა და ლოს-ანჯელესის პარალელურად გამოსაცდელი ფრენები განხორციელდება ავსტრალიის ქალაქ მელბურნში. იყო მოლოდინი, რომ სერვისის გამოცდისთვის მესამე ქალაქი დუბაი იქნებოდა, თუმცა ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და Uber იძულებული გახდა სხვა ქალაქი მოეძებნა აშშ-ის ფარგლებს გარეთ. ალტერნატივების სახით კომპანია განიხილავდა რიო-დე-ჟანეიროს, სან-პაულუს, ბომბეის, ბანგალორს, ტოკიოს, სიდნეის, საბოლოოდ კი არჩევანი მელბურნზე შეჩერდა.

Uber-ის რეგიონალურმა გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ არჩევანი მელბურნზე  შეჩერდა, რადგანაც ავსტრალიის ხელისუფლებას აქვს გრძელვადიანი მიდგომა თანამედროვე მგზავრობასა და მომავლის სატრანსპორტო ტექნოლოგიების კუთხით. მან ასევე აღნიშნა, რომ მელბურნს შეუძლია იამაყოს უნიკალური გეოსივრცული ფაქტორებით, აგრეთვე კულტურული ინოვაციებით, რომელთა წყალობითაც ეს ადგილი იდეალურ სივრცეს წარმოადგენს საჰაერო ტაქსების გამოცდისთვის. 

ელექტრო სატრანსპორტო საშუალებებს ვერტიკალური აფრენა-დაშვების უნარი გააჩნიათ. მათი გამოცდა 2020 წელს დაიწყება. სერვისი კი 2023 წელს ამოქმედდება. საწყის ეტაპზე ექსპერიმენტული ფრენების ფარგლებში მოხდება მგზავრების გადაყვანა მელბურნის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრიდან საერთაშორისო აეროპორტისკენ. საწყის და საბოლოო პუნქტს შორის მანძილი დაახლოებით 19 კილომეტრი იქნება. ამ მანძილის დასაფარად ჩვეულებრივ ტაქსის 25 წუთი სჭირდება, მფრინავი აპარატით კი ეს დრო 10 წუთამდე შემცირდება. საჰაერო ტაქსით სამგზავრო ბილეთების დასაჯავშნად შესაძლებელი იქნება Uber-ის მობილური აპლიკაციის გამოყენება. როგორც მოსალოდნელია, მფრინავი ტაქსით მგზავრობის საფასური დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც ჩვეულებრივი ტაქსით მგზავრობისას. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button