ახალი ამბებისმარტფონები

Android-ის ჩასანაცვლებელი ოპერაციული სისტემა Huawei-სგან

კომპანია Huawei ამჟამად მსოფლიოში სიდიდით მეორეა გამოშვებული სმარტფონების რაოდენობის მიხედვით. როგორც ვიცით, კომპანიას არც ისე კარგი დრო უდგას, თუმცა თანდათან სულ უფრო ცხადი ხდება, რომ იგი დიდი ხანია ემზადებოდა ამგვარი ვითარებისთვის. კომპანიაში წინასწარ გათვალეს, რომ შეწყდებოდა პარტნიორობა ამერიკულ კომპანიებთან. ჩინურმა კომპანიამ ამისათვის მზადება წელიწადზე მეტია დაიწყო.

Huawei-ს აღარ აქვს წვდომა Google-ის სერვისებსა და აპლიკაციებზე, თუმცა როგორც ცნობილი გახდა, საკუთარი ოპერაციული სისტემა მზად აქვს. ცხადია, რომ ასეთი მასშტაბური პროდუქტის მზადება წლების წინ უნდა დაწყებულიყო.

ამ ოპერაციული სისტემის „შინაურული“ სახელწოდება HongMeng-ია, ოფიციალურად კი – დიდი ალბათობით Ark OS-ს უწოდებენ. სისტემა უკვე წელიწადნახევარია მზადდება, 2018 წლის იანვრის შემდეგ. ამჟამად მისი გამოყენების აუცილებლობა სახეზეა.

ახალი სისტემა სავარაუდოდ ივნისში იქნება წარდგენილი, ჯერჯერობით მის შესახებ არსებული ინფორმაცია მინიმალურია. პლატფორმის მხარდაჭერა ექნება არა მარტო სმარტფონებს, არამედ პლანშეტებს, კომპიუტერებს, ავტომობილებს, სმარტ-საათებს, ფიტნეს-სამაჯურებსა და კიდევ სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტებს.

ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ „გადარჩენისათვის თამაშში“ ფსონად დევს როგორც მინიმუმ Huawei-ს მობილური ქვეგანყოფილება. თავად Huawei უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი და აპირებს არა მხოლოდ გადარჩენას, არამედ განვითარებასა და წინსვლას. ყოველ შემთხვევაში, ამგვარი განწყობის დემონსტრირებას ახდენენ საზოგადოებაში ხსენებული კომპანიის წარმომადგენლები.

Huawei აპირებს სხვა პროდუქტები და ტექნოლოგიებიც საკუთარ წარმოებას დაუქვემდებაროს ამერიკულის ნაცვლად. კომპანიას ექნება აპლიკაციების საკუთარი მარკეტი და Android-ზე არსებული ყველა აპლიკაცია მასშიც ხელმისაწვდომი იქნება. ეს ამბიციური ამოცანაა, რომლის შესრულებაც ასეთი დონის კომპანიისთვისაც კი არ იქნება ადვილი.

აგრეთვე, Huawei დარწმუნებულია, რომ თავს გაიტანს უცხოური ტექნოლოგიების გარეშე საკუთარი პროცესორების წარმოებაშიც. როგორ ჩანაცვლდება ARM არქიტექტურა – ჯერჯერობით გაურკვეველია. რაც შეეხება Wi-Fi-ს, Bluetooth-სა და SD-ს, Huawei-სთვის აუცილებელი არაა შესაბამის ალიანსებში შევიდეს ამ ტექნოლოგიების შემოთავაზებისათვის.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button