ახალი ამბებიმეცნიერება

შექმნეს ბიოსენსორი, რომელიც მიკროსკოპისა და დამუშავების გარეშე განსაზღვრავს ბიომასალების სახეობებს

კორეელმა მეცნიერებმა შექმნს ბიოსენსორი, რომელიც ფერების მიხედვით ასახავს და განასხვავებს ბიომასალებს ნანოსტრუქტურების მეშვეობით.

კვლევა, რომელიც შეისწავლის კავშირს დაავადებებსა და მათი შეღწევადობის მექანიზმებს, დაფუძნებულია უჯრედებსა და ორგანოებს შიგნით არსებული მასალების ანალიზზე. ზოგიერთ ბიომასალაზე, მაგალითად ცილაზე დაკვირვება და მისი გაანალიზება რთულია შეუიარაღებელი თვალით ან ოპტიკური მიკროსკოპის მეშვეობით, რადგანაც ისინი უფერული და გამჭვირვალეა. მათზე დასაკვირვებლად საჭიროა ბიომარკერების გამოყენება, რითიც მათ განსაზღვრული ფერები ენიჭება.

თუმცა საჭიროა მარკერების გარეშე მოქმედი ახალი ტექნოლოგია ბიომასალების აღმოსაჩენად, რადგანაც ტექნოლოგიმ შესაძლოა ბიომასალებს მახასიათებლები შეუცვალოს.

კორეელი მკვლევარების გუნდმა შექმნა პლაზმური ნანოსტრუქტურა, რომლითაც ფერადი ლინზის მსგავსად ხდება სინათლის გატარება. სხვადასხვა ფერები ჩნდება მაშინ, როდესაც ნანომატერიალები შეერევა ნანოსტრუქტურას. ამ ეფექტის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია მიკროსკოპის გარეშე.

ამ ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით კვლევითმა ჯგუფმა წარმატებით მიიღო ინფორმაცია სხვადასხვა ბიომასალების ბიოსტრუქტურის ფერის შესახებ გამოსახულების სენსორის მეშვეობით. შედეგად შეიქმნა ბიოსენსორი, რომელსაც შეუძლია ზუსტად აღმოაჩინოს ბიომასალები რეალურ დროში.

ახალ ბიოსენსორს შეუძლია მოახდინოს მასალების ანალიზი და აღმოაჩინოს ისინი ხელმეორე დამუშავებისა და ანალიზატორების გარეშე, ასე რომ მისი გამოყენება ფართოდაა შესაძლებელი სხვადასხვა ბიოლოგიურ კვლევაში.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button