ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

დიდ ბრიტანეთში მოუწოდებენ იურიდიულად აიკრძალოს Bitcoin-ტრანზაქციები

ნილ ლივერსიჯმა, დამოუკიდებელმა ფინანსურმა კონსულტანტმა და West Riding Personal Financial Solutions-ის თანადამფუძნებელმა, დაარეგისტირირა პეტიცია, რომელშიც გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და პარლამენტს სთხოვენ კანონის მიღებას ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების გამოყენებით ოპერაციების აკრძალვის შესახებ. 

„კრიპტოვალუტებს არ გააჩნია შინაგანი ფასეულობები, მათ შეუძლიათ მოახდინონ საზოგადოების დესტაბილიზაცია და ისინი ხშირად გამოიყენება კრიმინალური საქმიანობისთვის“ – მიიჩნევს ლივერსიჯი. 

იგი დარწმუნებულია, რომ კრიპტო-ტრანზაქციების აკრძალვა ქვეყანაში ხელს შეუშლის კრიმინალების საქმიანობას, რომლებიც ამ აქტივებს ეყრდნობიან. კანონმორჩილი მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის ციფრულ ვალუტებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მათი მოპოვება საზიანოა გარემოსთვის – აღნიშნა კონსულტანტმა. 

თუკი პეტიცია 10 000 ხმა მიიღებს, მთავრობა უპასუხებს მას. თუ მინიმუმ 100 ათასი ხელმოწერა შეგროვდება, თხოვნა განიხილება პარლამენტში. წერილის მომზადების დროს ლივერსიჯის წინადადებამ 115 ხმა დააგროვა, პეტიციის ვადა იწურება 2021 წლის 7 ივლისს. 

მსგავსი მოსაზრება გამოითქვა რუსეთის ფინანსური ბაზრის კომიტეტის ხელმძღვანელის მიერ, რომელმაც ისაუბრა Bitcoin-ის რეგულირებისა და მისი, როგორც გადახდის საშუალებად აკრძალვის აუცილებლობის შესახებ. მისი აზრით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ დაიბლოკოს კრიპტოვალუტის გამოყენების არხები “ნარკოტრეფიკის, ტერორისტული ოპერაციების, ფულის გათეთრების, კორუფციული სქემების და ა.შ. დაფინანსების მიზნით”.  

შეგახსენებთ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა ასევე განაცხადა Bitcoin-ის რეგულირების აუცილებლობის შესახებ და უწოდა მას “სპეკულაციური აქტივი” და პლატფორმა ” ფულის გათეთრების ოპერაციებისთვის”. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button