ახალი ამბებიმეცნიერებატექნოლოგია

რა კითხვის დასმა სურს ილონ მასკს სუპერმაღალი წარმადობის ხელოვნური ინტელექტისათვის

Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარ ლეკს ფრიდმენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სუპერმძლავრი ხელოვნური ინტელექტისთვის მის მიერ დასმული უპირველესი კითხვა დაკავშირებული იქნება სიმულაციის თეორიასთან. ინტერვიუს მსვლელობისას საუბარი შეეხო მომავლის უპილოტო ტრანსპორტს, ფიზიკას, სიყვარულს, ბოლოს კი საუბარი მივიდა თემამდე – არის თუ არა ჩვენი სამყარო ვიღაცის მიერ შექმნილი ურთულესი კომპიუტერული სიმულაცია.

„შესაძლოა თქვენ, ან ვინმე სხვამ ერთ დღესაც შექმნათ უმძლავრესი ხელოვნური ინტელექტი. რომ გქონდეთ მისთვის ერთი კითხვის დასმის საშუალება, რას ჰკითხავდით? – დაინტერესდა ფრიდმენი.

გარკვეული პაუზის შემდეგ მასკმა განაცხადა: „რა არის სიმულაციის ფარგლებს გარეთ?“

თავისი იდეის შესახებ, რომ კაცობრიობა შესაძლოა ცხოვრობდეს დიდ კომპიუტერულ სიმულაციაში, მასკმა ჯერ კიდევ 2016 წელს ისაუბრა. იდეის არგუმენტად მან მაგალითად მოიყვანა ვიდეოთამაშები – თუ როგორ სწრაფად ხდება თამაშების განვითარება. ჯერ კიდევ რამოდენიმე ათწლეულის წინ მთელი მსოფლიო Pong-ს თამაშობდა – ეს იყო ერთ-ერთი პირველი სიმულაციური თამაში, სადაც ჩოგბურთის ბურთის ნაცვლად პატარა კვადრატი იყო გამოსახული. ჩვენ მხოლოდ რამოდენიმე წელი დაგვჭირდა, რათა გვესწავლა გამოგონებული სამყაროების ფოტორეალისტური სიმულაციების შექმნა. და რატომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვიღაცამ (ვინც აქაური/აქედან არაა) შექმნა კიდევ უფრო მოწინავე რეალისტური სიმულაცია, რომელშიც მე და თქვენ ვცხოვრობთ?

თავდაპირველად ინტერვიუ ეძღვნებოდა თემას, თუ რამდენად გაუმჯობესებული იქნება მომავლის უპილოტო ავტომობილები, აგრეთვე შეეხნენ ნეირონული ქსელის გამოყენების საკითხს. საბოლოოდ საუბარი მივიდა იქამდე, ეს ნეირონული ქსელი როგორ შეიძლება იქცეს ბაზად უნივერსალური ხელოვნური ინტელექტის შექმნისათვის.

„ეს ტექნოლოგია ძალიან სწრაფად გახდება ხელმისაწვდომი. შემდეგ მოგვიწევს გადავწყვიტოთ, რა გავაკეთოთ კიდევ. რაღა თქმა უნდა, თუკი საერთოდ გვექნება ასეთი შესაძლებლობა“ – განაცხადა მასკმა.

ილონ მასკმა Tesla-სა და SpaceX-ის გარდა აგრეთვე დააარსა სტარტაპი Neuralink, რომლის მიზანსაც წარმოადგენს უნივერსალური კომპიუტერული ინტერფეისის შექმნა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ადამიანის ტვინის გაერთიანება კომპიუტერთან. გარდა ამისა, მასკი გამოვიდა ხელოვნური ინტელექტის შექმნის მარეგულირებელი წესების მხარდამჭერად და განაცხადა, რომ ამ სფეროს კონტროლის გარეშე ადრე თუ გვიან დიდ საფრთხეში აღმოვჩნდებით.

ინტერვიუს მსვლელობისას მასკმა აღნიშნა, რომ თუკი რეალობასა და სიმულაციას შორის განსხვავების შემჩნევა შეუძლებელი გახდება, დიდი ალბათობით ვეღარც იმის გარკვევა იქნება შესაძლებელი – ჩვენი რეალობა სიმულაციურია თუ არა.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სუპერმძლავრი ხელოვნური ინტელექტი უახლოეს ათწეულში გაჩნდება. ასე, რომ მასკს მიეცემა შესაძლებლობა – პირადად დაუსვას სისტემას თავისთვის საინტერესო კითხვა.

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button