პოეზია

გალაკტიონ ტაბიძესულ ადვილია რწმენა

ჰგავს შემოხაზულ ვაზას შებინდებული ჭერი,
სად მცენარეებს ხაზავს სწორ ირისების ფერი.

სულ ადვილია რწმენა და დაჯერება იმის:
არის ვარდების ფენა, ფენა მთვარეულ წვიმის.

მოვა ახალი სმენა აქარიშხლების მძაფრის.
სულ ადვილია რწმენა აუხდენელი ზღაპრის.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button