ახალი ამბებიკოსმოსი

NASA-ს მარსმავალმა Curiosity-მ გაბურღა კრატერ „გეილის“ თიხიანი ნიადაგი

აეროკოსმოსურ სააგენტო NASA-ს სპეციალისტებს სიახლე აქვთ მარსის კვლევის საკითხში – მარსმავალმა გაბურღა თიხიანი ნიადაგი კრატერ  „გეილი“-ში. 

„ნუ მისცემ ნებას საკუთარ ოცნებას – დარჩეს ოცნებად“  – დაწერა Twitter-ზე მეცნიერთა გუნდის წევრმა, რომელიც მარსროვერის მართვას ახორციელებდა. – „როგორც იქნა ამ თიხის ზედაპირის ქვეშ აღმოვჩნდით. წინ სამეცნიერო კვლევებია“. 

„ამ მომენტს მისია ელოდა მას შემდეგ, რაც კრატერი „გეილი“ ამორჩეულ იქნა დასაშვებ მოედნად“ – აღნიშნა Curiosity-ს გუნდის წევრმა Scott Guzewich-მა. 

image.jpeg

მარსმავალის წინაშე დასახული მიზანი, რომ უნდა გაებურღა მარსული ნიადაგი დაგეგმილ მონაკეთზე, მიღწეულია. მისია, სახელად Aberlady – შესრულებულია. ამის შემდეგ მკვლევართა ჯგუფი დაკავდება აღებული ნიადაგის ნიმუშების გამოკვლევა-შესწავლით და ეცდება გაიგოს უფრო მეტი რამ მარსის ამ რეგიონის შესახებ. 

Curiosity-ს კრატერ „გეილიზე“ გაშვების დაანონსებისას, 2011 წელს კოსმოსურმა სააგენტომ ისაუბრა, რომ არსებობს ალბათობა ამ რეგიონში ძველ დროში წყალი არსებულიყო, აგრეთვე განიხილა ისიც, თუ როგორ აისახება ეს ორგანული ნაერთების ძიების საკითხზე. 

„ზოგიერთი მინერალი, მათ შორის ისინიც, რომლის აღმოჩენაც Curiosity-ს შეუძლია სულფატებით მდიდარ ამ რეგიონში (საუბარია კრატერ „გეილის“ ფსკერზე), კარგად ახდენს ორგანული ნაერთების შენარჩუნებას და იცავს მათ დაჟანგვისგან“ – აცხადებდა იმ დროს NASA. ამჯერად კი სპეციალისტებს უკვე მიეცათ საშუალება – უფრო ახლოს გაეცნონ მარსზე არსებული ნიადაგის სახეობას. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button