
აბაიაძე – ქართული გვარები
ფუძე: წინაპრის სახელი “აბა”, “აბაი”.
ძირი: აბაიაძე ერთძირიანი გვარია.
ბუდე: აბაიაძეთა ბუდე ზემო ქართლშია.
შთამომავლობა: გლეხური გვარი.
ხსენება: აბაიაძე იხსენიება ცხრამუხის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის სამშენებლო წარწერაში, ეკლესიის დასავლეთ ფასადზე.
მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის აბაიაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში.
საკუთვნო: ხაშურის ერთ უბანს “აბაიაძეების უბანი” ჰქვია, აქვე არის “აბაიაძის ქუჩა”. ახალციხის რაიონში არის სოფელი აბათხევი.
განსახლება: ამჟამად აბაიაძეები ცხოვრობენ: ხაშურში და ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხაში, გორში და გორის რაიონის სოფელ ქვემო შავშვებში, ქარელის რაიონის სოფელ არადეთში, ბორჯომში, ბათუმში, რუსთავსა და თბილისში.
ოდენობა: საქართველოში აბაიაძეთა საერთო რიცხვი 160 სულს აჭარბებს.