სხვადასხვა

ბედიანაშვილი – ქართული გვარები

ბედია – საკუთარი სახელია კაცისა, ქართული სიტყვა ბედიდან მომდინარე. ამ სახელის კნინობითი ფორმებია: ბედია, ბედიანა, ბედანა, ბედითა, ვედილა, ბედო, ბედუკა და სხვა.

(ა. ღლონტი, ქართველური საკუთარი სახელები, თბ. 1986, გვ. 86). ბედიანაშივლთა გვარსახელის ფუეში წინაპრის საკუტარი სახელი “ბედიანა” არის ფიქსირებული. “ბედ” – ძირის ქართლი დერივატული გვარებია: ბედინაშვილი, ბედიანიძე, ბედინაძე, ბედიაშვილი, ბედიენიშვილი, ბედოიძე, ბედოშვილი, ბედუკაძე და სხვა (ი. მაისურაძე, ქართული გვარსახელები, თბ. 1990, გვ. 33). აქ საუბარია გვარსახელთა ფუძეების მსგავსებაზე და არ აგვართა შორის ნათესაუბაზე.

ჩვენს ხელთ არსებული ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, საქართველოში ბედიანაშვილთა სამი შტო ჩანს: შიდა ქარტლის (ხაშური-გორის რაიონები), ქვემო ქართლის (თეთრიწყარო-გარდაბნის რაინები) და გარეკახეთის (დარდაბან-საგარეჯოს რაიონები). შესაძლოა ბედიანაშვილტა ეს სამი შტო ერთი ძირიდან მომდინაროებს, ქართლსა და კახეთს შორის მოსახლეობის მიგრაცია ხშირი მოვლენა იყო, თუმცა ვერც იმ ვერსისას გამოვრიცხავთ, რომ ისინი ერთმანეთისთვის უცხონი იყვნენ, სახელი ბედიანა ხომ საკმაოდ გავრცელებული სახელი იყო ძველ საქართველოში. ბედიანაშვილტა გვარის ცალკეულ შტოთა ნათესაობის დასადგენად საველე ეთნორაფიული კვლევაა ჩატარებული. გვარში არსებული ზეპირი გადმოცემები, რომლის მოძიების საშუალება დროის სიმცირის გამო ჩვენ არ გვქონდა, შეავსებს წერილობით მასალას და გვარის ისტორიის მეტნაკლებად სრული სურატი დაიხატება.

ქართულ საისტორიო საბუთებში ბედიანაშვილტა გვარი XVI საუკუნიდან ხსენდება. ეს არის 1523 წლის ბარათაშვილთა გაყრის წიგნი, საიდანაც ვგებულობთ, რომ ბარათაშვილთა ფეოდალური სახლის გაყოფის შედეგად თავაფ გერმანზ ბარათაშვილს და მის ძმებს: თაყას, გოსტაბაშს და ფლავანზისროს, ალგეთის ხეობის სოფელ ტბისში სხვა გლეხებთან ერთად ბედიანაშვილიც ერგოთ თავისი მამულით. ტბისელი ბედიანაშAვილი რომელიც თავად გერმანოზ ბარათაშვილს ერგო, აზნაურად არის მიჩნეული. ზ. ალექსიძის და შ. ბურჯანაძის წიგნში “მასალები საქართველოს ისტორული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის”, ბარათაშვილთა გაყრის წიგნი ინახება ხელნაწერთა ინსტიტუტში საეკლესიო საბუტების კოლექციაში (Aდ-1299-ა).

1673-1679 წლებში თავადის დურმიშხან ფალავანხოსროს შვილის ბარათასვილის მიერ დაწერილი რამდენიმე საბუთში მოწმედ იხსენიება მისივე ყმა ადუა ბედიაშვილი, რომელიც ზოგან ბედიანაშვილად სწერია.

1781 წლის “ტფილისის მიდამოების სოფლების ხალხის აღწერის დავტარში” სოფელ ტაბახლემაში, თავადის ყაფლანიშვილის ყმათა შორის იხსენეიბა მღვდელი იოსებ ბედიანაშვილი, რომელიც თურმე ლაშქარშიც მონაწილეობდა. “ქ. ბედიანაშვილი მღვდელ იოსებ, ამისი ძმა გოგია და იორდანე. კომლი ა, თავი გ. აქავ ბედიანაშვილი ბერუა, კომლი ა, თავი ა”.

მეფე ერეკლეს მოირგე ჯარში ბედიანაშვილთა ამ ორი ოჯახიდან ოთხი მეომარი გამოდიოდა.

ამავე 1781 წლის ერთი ქვემო ქართლელი ბატონის (გვარი უცნობია) ყმათა გადასხლების სიაში იხსენეიბა იასე ბედიანაშვილი: “ქ. ბედიანაშვილის იასესი სტილი, კვერცხი, საკლავი ფასიც მოგვცა”.

1823 წლის კამერალუირ აღწერის მასალებში, ქვემო ქართლის სოფელ ღოუბანში იხსენეიბა ქაიხოსრო ორბელიანის გლეხი გიორგი ბედიანაშვილი და მიის სვილები სოლომონ და თინათინ (ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 254, I,802, გვ. 83-92).

1882 წლის ქვემო ქართლის სოფელ კოდაში იხსენიება სახაზინო გლეხი მიხეილ იოსების ძე ბედიანაშვილი.

ბედიანაშვილთა შიდა ქართლის შტო იხსენიება კარბელაშვილის “ამილახვრიანთ საგვარეულოს ისტორიულ გუჯრებში”. საიდანაც ირკვევა, რომ 1690-1691 წლებში მეფე გიორგი XI თავის დას თამარ ბატონიშვილს, გივი ამილახვრის მეუღლეს, უბოძა სოფელ ფხვენისში (დღეს გორის რაიონში) მცხოვრები აზნაურები. იალღუზიშვილი, ბედიასნაშვილი და ცალქალამანიძე თავისი ყმითა და მამულით.

1692 წელს მეფე გიროგი XI-ს მეტოქემ ერეკლე I-მა (ნაზარალიხანმა) ეს ფხვენისელი აზნაურები, ბედიანაშვილი და იალღუზიშვილი გივი ამილახვარს ჩამოართვა და თავის მომხრეს იოთამ ამილახორიშვილს უბოძა, ამილახვრობასთან და გორის მოურავობასთან ერთად.

1830 წელს ქართლის გაღმამხარში სოფელ კეხიჯვარში იხსენიება სურამის მახლობელ სოფელი შინდისიდან გადმოსახლებული გლეხი ბედიანაშვილი.

სურამ-ხაშურის მხარეში ბედიანათშვილთა გვარი მანამდე 1794 წელს იხსენეიბა.

გარე კახეთის ბედიანაშვილები ქართულ საისტორიო საბუთებში 1665 წლიდან ჩანან. ამ წელს კახეთის მეფემ არჩილ II-მ (შაჰნავაზმა) გარეკახეთის სოფელ ხაშმში მცხოვრები ბერიკა და გოგია ბედიანაშვილები თავისი მამულით თავად როშაქ ჩოლოყაშვილს უბოძა.

1690-იან წლებში, ხაშმში დეკანოზ ბედიანაშვილის ვენახი იხსენიება მიჯნად, გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრისადმი შეწირული მამულისა.

1701 წელს სამებელმა ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერს სიგელი დაუწერა. მამულის დანებების თაობაზე სადაც აღნიშნულია, რომ მისმა ყმებმა ბედიანაშვილებმაც ხელი აიღეს მონასტრის მამულზე.

მრავალი ქართული გვარი, რომელიც ქვემო ქართლში ბუდობდა, დღეს შიდა ქართლში, გარე კახეთში და ქიზიყშია განსახლებული, მტრის ხშირი შემოსევების დროს ქვემო ქარტლი ხომ პირველი ღებულობდა დარტყმას, ქვემო ქართლის ქართული მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა. შესაძლეებლია ქვემო ქართლელი ბედიანაშვილების ნაწილს შიდა ქართლში და გარე კახეთში შეეფარებინა თავი. ამ ვერსიას მხარს უმაგრებს ის ფაქტიც, რომ ქვემო ქართლელი ბედიანაშვილების შტო უფრო ადრე იხსენიება საბუთებში (1523წ.), ვიდრე გარე კახეთის (1665წ.) და შიდა ქართლის (1690წ.) შტოები.

განსახლებიდან გამომდინარე ბედიანაშვილთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე და მემარჯვენე სადროშოებში, აგრეთვე კახეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე სადროშოში. გლეხნი კომლზე კახად, ხოლო აზნაურნი ქუდზე კაცად.

ამჯამად ბედიანაშვილები მცირე რაოდენობით ცხოვრობენ შიდა ქართლში (გორის და ქარელის რაიონებში), მცირე რაოდენობით ქვემო ქართლში (თეთრიწყაროს რაიონში), საკამოდ მრავალად გარე კახეთში (მარტო სოფელ მარტყოფში დაახლოებით 35 კომლი), მუხრანში (დაახ. 10 კომლი). რუსთავში (დახ. 15 კომლი), და თბილისში (დაახ. 50 კომლი). სულ საქარტველოში ბედიანაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 500 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ბედიანაშვილთა.

მოამზადა ალექსანდრე ნაზღაიძემ

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button