პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ავდრები

მძაფრი ბურუსი იტაცებს ბურუსს,
თითქოს ქაოსში ხმაურობს განგი,
ხეების რყევა ბაძავს კენგურუს
და დახრილ ვერხვებს ორანგუტანგი.

ტყეს რიდეები ეწევა ტანზე
და ჰკივის იგი ცეცხლმოდებული,
შიმპანზეს მთებში მისდევს შიმპანზე,
გრიგალს – გრიგალი აშფოთებული.

ოჰ, როდის ვიტყვი: გრიგალი ჩადგა!
იქნება დაცხრეს მშფოთვარე გული…
იქნებ გამოჩნდეს სადმე კამჩატკა,
რუქაზე არსად არ აღნიშნული.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button