ახალი ამბებიტექნოლოგია

Archos Play Tab: გიგანტური პლანშეტი გართობისა და თამაშებისთვის

კომპანია Archos-ი მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან ვეროპის მასშტაბით დაიწყებს უზარმაზარი პლანშეტის – Play Tab-ის გაყიდვას. აღნიშნული მოწყობილობა უმეტესწილად განკუთვნილია თამაშებისა და მულტიმედია კონტენტთან მუშაობისათვის.

პლანშეტის დისპლეის დიაგონალი 21,5 დუიმის ტოლია. ეკრანის გაფართოება შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს, რაც Full HD ფორმატს შეესაბამება. 

არ სახელდება რომელი პროცესორი აქვს მოწყობილობას, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩიპი რვაბირთვიანია. იგი ფუნქციონირებს 3 გიგაბაიტიან ოეპრატიულ მეხსიერებასთან ტანდემში. ფლეშ-მოდულის მოცულობა შეადგენს 32 გიგაბაიტს. 

image.jpeg

პლანშეტში გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Android Pie. მოწყობილობის ბატარეის მოცულობა შეადგენს 10 ათას მილიამპერი/სთ-ს.  

ჯერჯერობით სხვა ტექნიკური მახასიათებლები არ გახმაურებულა. ფოტოებზე შესაძლებელია ფრონტალური კამერის შემჩნევა. ცხადია, მოწყობილობაზე ხელმისაწვდომია Bluetooth და Wi-Fi უსადენო კავშირების ადაპტერები, აგრეთვე microSD ბარათის სლოტი. 

image.jpeg

თავისთავად, მომხარებლებისთვის თამაშები და ყველა შესაძლო აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება Google Play-ში. Archos Play Tab-ის შეძენა შესაძლებელია 250 ევროდ. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button