პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ათრობდა ხალხთა მწუხარება

ათრობდა ხალხთა მწუხარება, სისხლის აუზი.
მისი სასახლე მონად ჰყავდა აღფრთოვანებას,
მოღალატეთა შთაგონებით სცემდა ბრძანებას
და მედიდურად ხელს აწერდა ნიკოლაოზი.

ლაჩარი იყო, ქვეყნის ბედი, ღელვა, ქაოსი –
ფრეილინების და დედოფლის ჟინს მიანება.
ჩვენ კი სიმართლის ციხეებში დაგვიანება
გულს გვისერავდა, როგორც ზარი სასაფლაოსი.

კუბოებისთვის მეკუბოვეთ ხე აღარ ეყოთ,
ხე არ ჰყოფნიდა მეფეს – კაცთა ჯვარზე საცმელად,
მაგრამ გამოჩნდა სიხარული კაცთ დასახსნელად…

ამხანაგებო! განახლების ზარმა დარეკა,
ტახტი დაეცა და იმედად ქაოსზე დგება:
თანასწორობა, რესპუბლიკა, თავისუფლება!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button