![გალაკტიონ ტაბიძე პოეზია – უპირველეს ყოვლისა!](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2023/11/გალაკტიონ-ტაბიძე-პოეზია--უპირველეს-ყოვლისა.jpg?fit=640%2C360&ssl=1)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე პოეზია – უპირველეს ყოვლისა!
სული გქონდეს უსპეტაკეს თოვლისა!
მეგობრებო, სიკვდილამდის მექნება
მხოლოდ ერთი სიხარულის შეგნება:
პოეზია – უპირველეს ყოვლისა!
თავდადებულ ბრძოლებისთვის ნახევარ
გზად დაღლილი არვის არ ვუნახივარ,
მარად მანთებს შუქი სვეტის ცხოვლისა:
პოეზია – უპირველეს ყოვლისა!
სიკვდილივით მარადია სურვილი
მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა,
ყველაფერში შუქით შემობურვილი:
პოეზია – უპირველეს ყოვლისა!
თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს,
მე მოვკვდები – როგორც პოეტს შეჰფერის,
სიმღერები ხალისის და ბრძოლისა,
პოეზია – უპირველეს ყოვლისა!