
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ვოლტერის ძეგლი
აბა, კარგად დაფიქრდი, როგორ არ გეწყინება: ვოლტერი ერთ ადგილას დადგა და იყინება! მე კი ბედი უკეთეს ადგილისთვის მინახავს - მომავალი პარიზის კარგი გზა დამინახავს. ჩემი იმნაირია სასიცოცხლე ანთება, ქანდაკებებს სიზმრადაც რომ არ მოელანდება. მალე - საქართველოსკენ გავსწევ, რადგან მიცდიან, ვიტყვი, რაც მიფიქრია, ვიმღერ, რაც განმიცდია.