პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – დაიმახსოვნე დარიგება ჩემი, ოლია ..

დაიმახსოვნე დარიგება ჩემი, ოლია,
არ დაგვიანდე სახლში მოსვლას, როგორც წუხელი,
თორემ არ გარგებს ამის შემდეგ ოხვრა-წუხილი,
მოსკოვში თურმე მშვენიერი ბავში გყოლია.

მოსკოვი, ვენა და პარიზი თვალმა მოლია,
მინახავს ქართა და გრიგალთა მძიმე დუელი.
აგდევნებია ღამეები თვალგაუხელი,
აღფრთოვანება, მწუხარება, მელანხოლია.

დასაძინებლად მიშოვია მხოლოდ სკამები,
ვით ჩვეულებით, კავალერებს გრძნობენ დამები,
შენმა ოცნებამ კავალერი გულში იგულვა.

მაგრამ სხვანაირ ხასიათზე დამდგარი დილით,
კიბეებიდან შენ დაეშვი ჩქარი სირბილით
და გაისმოდა შენი მწარე წყევლა და კრულვა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button