პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ხალხური მოტივებიდან

შენი თვალები – მაღლები –
სამხრეთის ზღვების ფერია,
კბილები – თეთრი ძაღლები –
მიღრენენ, არაფერია.

მოგონებებში წასული
შენს ბაგეს დავეხარბები,
ოცნების ორი ასული –
გადაწოლილან წარბები.

გადაუთიბავთ თივები,
რომ გითხრა – დამემდურები!
გულაღმა წევან ტივები
და მთები უდაბურები.

მთვარეს ჩვენი ხმა გაეგო,
თითქო შუქ-აკანკალებით,
ჩვენს აივანზე დაეგო
რჩეული ოქროს ხალები.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button