
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – თბილისის მთანი კლდიანნი ..
თბილისის მთანი კლდიანნი
გადასახულან მტკვარზე,
მთაწმინდის ქალნი თმიანნი
მწუხარედ სჩანან მთაზე.
ერთი ერთ საფლავს დასცქერის –
მწუხარე ბუმბერაზზე,
მეორეც – ჯვარით დასტირის:
- მომიკვდი რაზედ, რაზედ?!
ეს არის ხმა დაკივლების
ჩვენი ცხოვრების გზაზე,
უხიდოდ არ გაივლების
ამ სისხლის ალაზანზე.