
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – თეთრი ქარები
დადგა თეთრი ქარები,
დაითოვლა მთა-ბარი,
ქარის გამოძახილი
ისმის, როგორც ზღაპარი.
იგი – ოთხი დობილი,
ოთხი – ქარით გამხდარი,
გაზაფხული, ზაფხული,
შემოდგომა, ზამთარი.
ამბობს თეთრი გადია,
ახსოვს ასი ზამთარი,
ასი წელიწადია –
თოვლით დახრილ ტოტებზე
კანკალებდა ბეღურა,
მიწას თოვლი ფარავდა,
ცის ფანტელა ეხურა.
გაჰქრა იგი ბავშობა
და ოცნებებს ედება,
არც შენა ხარ ცოცხალი,
არც სხვა მეიმედება.