![გალაკტიონ ტაბიძე – დღე](/wp-content/uploads/2025/01/გალაკტიონ-ტაბიძე--დღე.jpg)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – დღე
ავტოში ცისფერი ფარდები,
ბირჟაზე ცეცხლი ცეცხლს ეკიდება,
იფანტებიან მილიარდები,
როდესაც იფიქრებ – მწარდები,
წვიმის და ქარის გაბედითება
ამდენი ვარდები –
სად იზიდება?
ავტოში ცისფერი ფარდები,
ბირჟაზე ცეცხლი ცეცხლს ეკიდება,
იფანტებიან მილიარდები,
როდესაც იფიქრებ – მწარდები,
წვიმის და ქარის გაბედითება
ამდენი ვარდები –
სად იზიდება?