
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – დაჰკარ, ორკესტრო!
ციკლიდან „ეპოქა“
დაჰკარ, ორკესტრო! გული გააპე,
ნაპერწკლებია დღეს ყველას გულში,
ეხლა განათდა მის ჯურღმულებში,
იმის მაისში და სიხარულში.
თვითეულ შუქში, თვითეულ ქვაში,
დაუძლეველი ღაღადებს გრძნობა:
ინტერნაციონალთან, ინტერნაციონალთან,
გვჯერა, აღსდგება კაცობრიობა.