
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – დგება თეთრი დღეები ..
დგება თეთრი დღეები,
რიდეების სეზონი;
გაჩდნენ ორხიდეები
ყოვლად უმიზეზონი.
ლაჟვარდების კიდეო,
დაბურულო ზმანებით,
ლურჯო მონტევიდეო,
ვიწრო ხელთათმანებით;
სულში ნისლის ტბებია
და ქაოსის მხატვარი,
სადაც ვეღარ თბებიან
ფრთები ნამკათათვარი.