
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ელვარე და ლომფერი ..
ელვარე და ლომფერი
იყო ცხრა ოქტომბერი,
მაგრამ თვალმა დათვალა,
მზე ბევრი და ცხრათვალა…
ოჰ, მზით გადანაცხარო,
ცხრამუხა და ცხრაწყარო!..
რუსთაველი – ხანია,
ისიც ცხრა ანბანია…
ვნება იყო ღვარული
ჩემი ცხრა სიყვარული.
ოდეს გნახე, ლომფერი
იყო ცხრა ოქტომბერი.