პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ვარდი სილაში

ქალმა კარები შემოამტვრია
ჩემი ოცნების და გატაცების,
მილეწ-მოლეწა იქ ყვავილები
და ძირს დაღვარა ღვინო თასების.
შემდეგ მოვიდა მგოსანი ქნარით,
რომ სასიამო აღეძრა ხმები,
მაგრამ არ დახვდა ნაზად აღზრდილი
სულის ვარდები და ყვავილები..
ატირდა.. როგორც ტირის ხანდახან
მეფე უკვერთხო და უგვირგვინო..
ღვინოში სურდა თავდავიწყება –
მაგრამ წვეთიც კი არ დახვდა ღვინო!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button