პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – მეოთხე მხარე

ვარსკვლავთა ზევით, ვარსკვლავთა ზევით
არისო მხარე სამოთხის გვარი,
თავბრუდამსხმელი, როგორც ოცნება
მომჯადოები – როგორც სიზმარი.
ყველა ჩვენგანი ყოფილა როსმე
იმ საიდუმლო უცხო მხარეში
და ქვეყნად რომ ვართ, იმიტომ ვდნებით
კვალგადაუშლელ სიმწუხარეში.
მაგრამ როგორც კი გადავცილდებით
ხილული ქვეყნის იდუმალობას,
წავა, გაჰქრება ეგ სიმწუხარე
და მოგონების უსახო გრძნობა.
სული კვლავ ჰპოებს სულთან სიყვარულს
და მეგობრობას ტკბილ ცრემლთა ფრქვევით.
ვარსკვლავთა ზევით არის ეს მხარე,
მოვალთ და მივალთ ვარსკვლავთა ზევით.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button