![გალაკტიონ ტაბიძე – მაღალ მთაზედა ავაგე სასახლე ახალ-ახალი](/wp-content/uploads/2024/10/გალაკტიონ-ტაბიძე--მაღალ-მთაზედა-ავაგე-სასახლე-ახალ-ახალი.jpg)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მაღალ მთაზედა ავაგე სასახლე ახალ-ახალი
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
მაღალ მთაზედა ავაგე
სასახლე ახალ-ახალი,
ლითონზე უფრო მაგარი,
პირამიდებზე მაღალი.
ხალხისთვის სამარადისო
ღიაა მისი კარები:
მე მის უსაზღვრო სიყვარულს
და ნდობას დავემყარები.
მასში პოეტის უკვდავი
დიდება დაისადგურებს,
ვერც დრო, ვერც ჟამთა სიავე,
ვერც ქარი გაანადგურებს.