SpaceX Starlink-ის ახალი დიზაინი, რომელიც დედამიწაზე ნამსხვრევების ჩამოვარდნის რისკს ნულამდე ჩამოიყვანს
როგორც ცნობილია, კომპანია SpaceX სულ მალე, მაისში დაიწყებს დედამიწის ახლო ორბიტაზე პირველი Starlink-თანამგზავრების გაყვანას. უახლოესი რამოდენიმე წლის განმავლობაში გაიგზავნება 12 ათასი თანამგზავრი. თითოეულ მათგანს ექნება ლითონის მასიური დეტალები და სილიკონის კარბიდისგან დამზადებული საკმაოდ მოზრდილი სარკე-ანტენა, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტის მიწოდების შეფერხების მინიმიზებას.
Starlink-ის თანამგზავრის ზომა დაახლოებით ელექტრომობილ Tesla Model 3-ის გაბარიტების ტოლია. კავშირების ფედერალური კომისია მიიჩნევს, რომ ფუნქციონირების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც თანამგზავრი ატმოსფეროში შემოვა, იგი ათასობით ნაწილად დაიშლება, ბევრი მათგანი დედამიწის ზედაპირამდე მოაღწევს და შესაძლოა დააზიანოს რაიმე ან ვინმე.
კომისიის საპასუხოდ SpaceX-ში აცხადებენ, რომ Starlink – ეს არის კონსტრუქცია, რომელიც ცვლილებებს მუდმივად განიცდის. კომპანიის ინჟინრები უკვე დაკავდნენ თანამგზავრების დიზაინის საკითხით, რათა გამოირიცხოს მდგრადი ლითონებისგან დამზადებული დეტალები. დაგეგმილია შეიცვალოს ლითონი ძრავსა და რეაქტორში. კომპანია SpaceX ირწმუნება, რომ თანამგზავრის ახალი დიზაინით დედამიწაზე ნამსხვრევების ჩამოვარდნის ალბათობა ნულამდე შემცირდება: თანამგზავრები მთლიანად დაიწვება ატმოსფეროში შემოსვლისას. თუმცა რაც შეეხება პირველ ეტაპზე უკვე გასაშვებად გამზადებულ 75 თანამგზავრს, მათში ჯერ მაინც შედის ელემენტები, რომელთაც აქვთ შანსი – მოაღწიონ პლანეტის ზედაპირამდე.
მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ SpaceX ნულოვანი საფრთხის პირობას იძლევა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კონკრეტული პირობებიდან გამომდინარე დიზაინის ცვლილებებიც არ იძლევა ატმოსფეროში სრულად დაწვის გარანტიას.