ახალი ამბებიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Cardano გახდა მესამე კრიპტოვალუტა ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით

კრიპტოვალუტა Cardano-ს (ADA) ფასმა განაახლა ახალი ისტორიული მაქსიმუმი 1.45 აშშ დოლარს ზემოთ. აქტივმა დაიკავა მესამე ადგილი ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით CoinGecko-ს რეიტინგში.

ADA-ს ზრდის მაჩვენებელმა ბოლო დღეებში შეადგინა 27.3%, 7 დღის განმავლობაში – 46.6%, 30 დღეში – 337.9%

image.png

ტოპ 10 კრიპტოაქტივი ბაზრის კაპიტალიზაციის სიდიდის მიხედვით. წყარო: CoinGecko 

სტატიის დაწერის მომენტში Cardano-ს ბაზრის კაპიტალიზაცია შეადგენდა 43.6 მლრდ აშშ დოლარს. რეიტინგში მეოთხე და მეხუთე ადგილი, შესაბამისად, უჭირავს Binance Coin-სა (35.1 მლრდ აშშ დოლარი) და Tether-ს (34.8 მლრდ აშშ დოლარი). მეორე ადგილზეა Ethereum, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია შეადგენს 168.7 მლრდ აშშ დოლარს. 

26 თებერვალს კომპანია IOHK-მ წარადგინა პროგრამირების ენა Glow, რომლის მიზანია გამარტივდეს სმარტ-კონტრაქტების დაწერა და გაშვება. 

კრიპტოვალუტებზე სპეციალიზირებული საინვესტიციო ფონდი FD7 Ventures  გეგმავს Cardano-სა და Polkadot-ის სასარგებლოდ გაყიდოს 750 მლნ აშშ დოლარის ღირებულების Bitcoin-ი. 

Source
overclockers.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button