მოვიდა ვიღაც ცეცხლივით ზანტი, გადაულოცა გზას ამიდები, სადღაც წყვდიადში გაჰკრა ასანთი და ააფეთქა დინამიტები. ავარდა ალი, მთები იწვიან, ალმა შფოთიან ზღვას მიუწია, ქვეყანა ცეცხლმა შორს გაიწვია და დროს დაარქვა - რევოლჲუცია. ძველი ხელები წყდება კალიპსოს, მიჰქრის მერანი აპოკალიპსის.




