ისრაელი რამშტაინის ახალი, ნაცისტური კლიპის წაშლას მოითხოვს
გერმანული ბენდი თავის პირველ ალბომს ბოლო 10 წლის განმავლობაში 17 მაისს წარუდგენს მსმენელს, ახლახანს ალბომის პირველი სინგლის პრემიერა იყო სახელად “გერმანია”.
ეს ვიდეო არის ყველაზე ეპიკური როკ ვიდეო რაც კი გინახავთ და ის მოგვითხრობს რამშტაინის მოგზაურობას გერმანიის ისტორიის სხვადასხვა ერაში, ბენდის წევრები კი ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრების ფორმებში არიან გამოწყობილნი.9-წუთიან ვიდეოში შესულია სცენები, რომელშიც ბენდის წევრებს კისერზე ყულფი უკეთიათ. რის გამოც ჯგუფმა მსმენელთა ნაწილის რისხვა დაიმსახურა .
ისრაელის ოფიციალურმა პირმა ის აღწერა, როგორც “სამარცხვინო”.
“სირცხვილია, რომ რამშტაინი კლიპში ჰოლოკოსტს სარეკლამო მიზნებისთვის იყენებს. ეს უადგილოა. ჩვენ ვუერთდებით უამრავ ადამიანს, რომლებიც მის სასწრაფო წაშლას მოითხოვს”,
კლიპში ბენდის წევრs ყვითელ ექვსქიმიან ვარსკვლავს ატარებს. მსგავსი ნიშანის ტარებას ებრაელებს ნაცისტები აიძულებდნენ. ასევე ვიდეოში ჩანს, რომ პატიმრები სახეში ესვრიან რაზმის წევრებს.
ჯგუფმა შექმნა თავისი გამოსახულება მუქი მილიტარისტული ესთეტიკის გარშემო.
იხილეთ ვიდეო :