ახალი ამბებიინტერნეტი / სოც მედიატექნოლოგია

Huawei: 6G ქსელის ერა 2030 წლის შემდეგ დადგება

Yang Chaobin-მა, Huawei-ს 5G მიმართულების პრეზიდენტმა დაასახელა მეექვსე თაობის მობილური ქსელის დანერგვის ვადა.

დღესდღეობით მსოფლიო იმყოფება 5G ქსელის კომერციული დანერგვის ზღვარზე. თეორიულად, ამგვარი სერვისების სიჩქარე მიაღწევს 20 გბიტი/წმ-ს, თუმცა თავდაპირველად მონაცემთა გადაცემის სიჩქარე ბევრად დაბალი იქნება.

5G სეგმენტის ერთ-ერთი ლიდერია Huawei. კომპანია აქტიურად ცდილობს შესაბამისი ტექნოლოგიის დანერგვას, აგრეთვე აქვს შემოთავაზება 5G ქსელზე ორიენტირებულ სატრანსპორტო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ოპერატორებს ეხმარება 5G ქსელის გავრცელებაში.

5G ქსელის კომერციული დანერგვა აქტივაციამდე მიიყვანს მეექვსე თაობის ტექნოლოგიაზე მუშაობასაც. რა საკვირველია, ხსენებულ სფეროში ინტენსიურ კვლევებს განახორციელებს Huawei-ც. 

როგორც Chaobin-მა განაცხადა, 6G ქსელის ეპოქა არ დადგება 2030 წელზე ადრე. დიდი ალბათობით, ამგვარი ქსელი შეძლებს უზრუნველყოს სიჩქარე რამოდენიმე ასეულ გიგაბიტამდე წამში. თუმცა, 6G ქსელის მახასიათებლებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

ასოციაცია GSM-ის პროგნოზის თანახმად 2025 წლისთვის მთელ მსოფლიოში იქნება 5G ქსელის 1,3 მილიარდი მომხმარებელი და 1,36 მილიარდი მობილური მოწყობილობა აღჭურვილი იქნება ხსენებული ქსელის მხარდაჭერით. იმ დროისთვის მეხუთე თაობის მიერ გლობალური დაფარვის დონე მიაღწევს 40%-ს.

https://3dnews.ru/984920

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button