ახალი ამბებიკულტურა
საქართველომ გერმანიაში ილუსტრატორების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
2018 წლის შემოდგომაზე საქართველო, წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა იყო, ამიტომაც საქართველო გერმანიის ქალაქ დარმშტადტის კულტურულ სივრცეში, სხვადასხვა ქვეყნის ილუსტრატორების გამოფენაზე საპატიო სტუმარი იყო.
ქართველმა ილუსტრატორებმა, ეთერ გზირიშვილმა და ლევან კვარაცხელიამ, ილუსტრატორების გამოფენაზე მონაწილეობა მიიღეს. მათ ასევე ჩაატარეს სემინარი – ქართული ლეგენდის ფიგურებზე დაფუძნებული სუპერ გმირის ხასიათის განვითარება .
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე გამოიფინა 15-მდე ქართველი ილუსტრატორის ნამუშევარი.
ღონისძიებას დაესწრო საქართველოს გენერალური კონსული – იოსებ ჩხიკვიშვილი