სხვადასხვა

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ახალი ნეირონების განვითარების ნიშნები 87 წლის ადამიანის ტვინშიც კი შეინიშნება

მადრიდის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ტვინში ნეირონები ჩნდება და განახლებას განიცდის პრაქტიკულად მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ამ დრომდე მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ხანდაზმულ ასაკში ეს პროცესი მკვეთრად უარესდებოდა – წერს ScienceAlert.

მეცნიერების ჯგუფი მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტ მარი ლორენს-მარტინის ხელმძღვანელობით იკვლევდა გარდაცვლილი პაციენტების ტვინის ქსოვილებს, რათა დეტალურად გაეანალიზებინათ Hippocampal-ნეიროგენეზისის მუშაობა ხანდაზმულ ადამიანებში.

„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ განვსაზღვროთ ჰიპოკამპის ნეიროგენეზისის ზრდის თერაპევტული პოტენციალი ზრდასრულ ადამიანებში, რათა მივაკვლიოთ ნეიროდეგენერაციული დაავადებების, მაგალითად ალცჰაიმერის განკურნების გზებს“ აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი.

გამოკვლევების ფარგლებში მეცნიერებმა შეისწავლეს ჰიპოკამპის სფერო 13 გარდაცვლილი ადამიანის თავის ტვინში. ეს ადამიანები გარდაიცვალნენ 43-დან 87 წლამდე ასაკში სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორისაა სიმსივნე, ინსულტი, სეფსისი. თუმცა ყოველი მათგანი ნევროლოგიურად ჯანმრთელად ითვლებოდა.

აღმოჩნდა, რომ ნეიროგენეზისი მიმდინარეობს იმ ადამიანის ტვინშიც კი, ვინც თითქმის 90 წელს მიაღწია. მეცნიერებმა ათასობით განვითარებადი ნეირონი იპოვეს ყველაზე ხანდაზმული ასაკის პაციენტში.

ამის შემდეგ მეცნიერებმა გააანალიზეს ალცჰაიმერით დაავადებული და გარდაცვლილი 45 ადამიანის ტვინი და ჯამში აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანების ტვინებში პრაქტიკულად შეჩერებული იყო ახალი ნეირონების წარმოქმნის პროცესი.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button