აპლიკაციაახალი ამბებიკოსმოსიტექნოლოგია

წარმოგიდგენთ AR-აპლიკაციას, მისი მეშვეობით შესაძლებელია „დიდი აფეთქების“ ნახვა

კომპანია Google-მა ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაცია CERN-თან ერთად დააანონსა აპლიკაცია Big Bang AR, რომელიც მომხმარებლებს მოუთხრობს სამყაროს წარმოშობა-განვითარების შესახებ. მოქმედება ხდება დამატებით, შერეულ რეალობაში, ტექსტს კი კითხულობს ბრიტანელი მსახიობი ტილდა სუინტონი.

image.jpeg

Big Bang AR აპლიკაციაში შესაძლებელია ვიხილოთ დიდი აფეთქება, პირველი, უძველესი ვარსკვლავების, მზის სისტემისა და ჩვენი პლანეტის ფორმირება. სმარტფონის მოტრიალებისას მომხმარებელი მომხდარის სრულ სურათს დაინახავს. ზოგჯერ აპლიკაციაში საჭიროა ეკრანზე ელემენტებს შევეხოთ, რათა დეტალების შესახებ უფრო მეტი რამ შევიტყოთ. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია კამერის გამოყენებაც, მაგალითად, ვირტუალური დიდი აფეთქების სანახავად საკმარისია კადრი „მუშტში დაიჭიროთ“ და შემდეგ ნელა გახსნათ მტევანი. 13,8 მილიარდი წლის წინ მოგზაურობა დაყოფილია ხუთ ნაწილად და აღწერილია საკვანძო ეტაპები. აპლიკაციას აქვს კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია – კოსმოსური სელფი ვარსკვლავების ფონზე:  

image.png

აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია Google Play-სა და App Store-ში. ინტერფეისი ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურენოვანია, თუმცა ახლო მომავალში აპლიკაციას ექნება სხვა ენების მხარდაჭერაც. Android-სმარტფონზე აპლიკაციის ჩამოტვირთვამდე საჭიროა დააინსტალიროთ ARCore, გასათვალისწინებელია ისიც, რომ Google-ის შერეული რეალობის პლატფორმის მხარდაჭერა ყველა სმარტფონს არ გააჩნია. Big Bang AR აპლიკაციის iOS-ვერსია მოქმედებს iPhone 6s-ზე, iPad Pro-ზე, iPad 2017-სა და მათ შემდგომ ახალ მოდელებზე. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close