განხილვა

ჯერომ დევიდ სელინჯერის (1919–2010) ‘’ბანანა თევზის ამინდი’’ (განხილვა)

მე–20 საუკუნის უდიდესი ამერიკელი მწერალი ჯერომ სელინჯერი ქართველ მკითხველთან ასოცირდება,როგოც ავტორი საკულტო რომანისა „თამაში ჭვავის ყანაში“ (1951). სადაც აღწერილია 16 წლის მოზარდის ჰოლდენ ქოლფილდის თავგადასავალი: თუ როგორ ვერ ეგუება წიგნის მთავარი გმირი ამერიკულ ყოველდღიურობაში შექმნილ რეალობას და როგორ ცდილობს წინ აღუდგეს საზოგადოებაში გაბატონებულ მორალურ კანონებს. სელინჯერის რომანმა უდიდესი პოპულარობა მიპოვა თინეიჯერების წრეში და მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა გასული საუკუნის პოპ კულტურაზე. მაგრამ არანაკლები ყურადღების ღირსია სელინჯერის მოთხრობები,რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი კომპლექსურობით.
მოდით ვისაუბროთ ერთ–ერთ მათგანზე,მაგალიტად – ‘’ბანანა თევზის ამინდზე“. მოთხრობის მოკლე შინაარსი ასეთია: სიმორ გლასი და მისი მეუღლე–მიურიელი დასასვენებლად იმყოფებიან ფლორიდის შტატში. მიურიელს სწორედ იმ დროს,როდესაც ის საკუთარი ფრჩხილების მოვლით არის დაკავებული,ხოლო მისი მეუღლე სანაპიროზე ირუჯება ნიუ–იორკიდან ურეკავს დედა. მშობლისა და შვილის სატელეფონო საუბარი,რომელიც მოტხრობის პირველი ნაწილის დაახლოებით 95% შეადგენს ძირითადად სიმორს ეხება. სიდედრი შეშინებულია სიძის სულიერი მდგომარეობით.ის ფსიქიურად გაუწონასწორებელ და მიურიელისთვის საშიშ ადამიანად მიაჩნია.ის თხოვს ქალიშვილს,რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში,რადგანაც სიმორმა ყოველ წუთს შეიძლება დაკარგოს კონტროლი საკუთარ თავზე და მიურიელს ზიანი მიაყენოს.შვილი ამშვიდებს დედას და არწმუნებს,რომ მსგავსი რამ არარ მოხდება,რადგანაც სიმორი გამოჯანმრთელების გზას წარმატებულად ადგას.

ცოლისა და სიდედრის სატელეფონო საუბრის პერიოდში სიმორ გლასი სანაპიროზე ესაუბრება სამი წლის გოგონას –სიბილს,რომელსაც უყვება ზღაპარს ბანანა თევზების შესახებ. ზღაპრის მოკლე შინაარსი ასეთია: ბანანა თევზები შესცურავენ წყლის ქვეშ მდებარე ბანანების გამოქვაბულში სადაც ძალიან ბევრ ბანანს შეჭამენ–დაავადდებიან ბანანის ციებ–ცხელებით და კვდებიან.ამ ყველაფრის შემდეგ სიმორი ბრუნდება სასტუმროში.მას უკვე აშკარად ეტყობა სულიერი აშლილობა–ლიფტში ის ერთ–ერთ ქალს,შარს მოსდებს იმის გამო,რომ ის ვითო მის ფეხებს უყურებდა…სასტუმროს ნომერში დაბრუნების შემდეგ სიმორი უჯრიდან ამოიღებს რევოლვერს (7–65 კალიბრიანს) შეხედავს საწოლზე მძინარე მეუღლეს და…

აი,ეს არის ამ მოთხრობის მოკლე შინაარსი.მაგრამ მოდით ეს ყველაფერი რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობდით განვიხილოთ ინდუიზმის მსოფლმხედველობით. წინასწარ გეტყვით,რომ ინდუისტური ფილოსოფიის დიდი მცოდნე არ ვარ.უბრალოდ შევეცადოთ გავამახვილოთ ყურადღება იმ დეტალებზე რაც უშუალო კავშირში შეიძლება იყოს ამ მსოფლმხედველობასთან და ვისაუბროთ მათზე ამ საკითხში კომპეტენტური ავტორების დახმარებით,რომელინიც გზადაგზა შემოგვეშველებიან.

მოთხრობის კითხვისას ავტორი მიგვითითებს თუ როგორი ფერმკრთალია სიმორი.აგრეთვე ჩვენ ვხედავთ ლურჯი ფერის უპირატესობის წარმოჩინებას ნოველაში:

–‘’შენი ლურჯი პალტო რა დღეშია?

–‘’რა უჭირს.მხრებთან ცოტა ბამბა გამოვაცალე,სარჩულის ქვეშ“… (მიურიელისა და დედამისის სატელეფონო დიალოგი)

–‘’ეს რა კარგი რამე გაცვია! ლურჯ საბანაო კოსტუმისავით არაფერი მიყვარს ამ ქვეყნად“… (სიმორი მიმართავს სიბილს სანაპიროზე).

ვინც იცნობს ინდურ ფილოსოფიურ ეპოსს ‘’მაჰაბჰარატას“ და ‘’რამაიანას“ მისთვის ამ ორი პასაჟის წარმოჩენა (ფერმკრთალობა და ლურჯი ფერი) მოთხრობაში აღქმული იქნება სწორედ ისე,როგორც ეს ინდურ ეპოსებშია: ფერმკრთალობა ინდუიზმში გამომხატველია შეყვარებულობისა.ხოლო ლურჯი აღძრავს ასოციაციას ლოტოსის ყვავილთან,რომელიც არის სიმბოლო კამასი–სიყვარულის ღმერთისა ინდუიზმში.
სქესური სიყვარულის უარყოფითი სახე,როგორც ამას ქვემოთ დავინახავთ ძალიან ცხადად არის წარმოჩენილი. ჩვენ,დასავლეთის ხალხი მას აღვივამთ ცისარტყელის ფერებში.როცა შეყვარებულები ვართ არავინ და არაფერი აღარ გვახსოვს,დავფინავთ ღრუბლებში და ასე გვგონია ეს ქვეყანა ჩვენით დაიწყო და ჩვენითვე დასრულდება ძალიან დიდი,დიდი ხნის შემდეგ. აბა,სხვანაირად როგორ უნდა აღიქვა ეს აბსტრაქტული გრძნობა რუსთაველზე,დანტეზე,სტენდალსა თუ პეტეფისა და ბარათაშვილის ლექსებზე გაზრდილმა კაცმა?! ინდუიზმში კი საქმე სულ სხვაგვარადაა.

ინდუისტური მსოფლმხედველობის მიხედვით სქესური სიყვარული არავითარ შემთხვევაში არ არის კეთილი ბუნების მატარებელი.მისი გზა,რომელზედაც ინდივიდი გადის,მიემართება ბოროტებისკენ და ადამინის დაღუპვისაკენ. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის გარემოება,რომ სიყვარულის ღმერთი კამა თავისი ‘’სტატუსიდან“ გამომდინარე არ აღიქმება კეთილი ბუნების მატარებელ ღვთაებათ.არამედ ის,ინდოელთა ხალხურ წარმოდგენებში გაიგივებულია მარასთან– ცდუნებისა და ცოდვის სიმბოლოსთან.

ერთ–ერთ სტატიაში ასეთ რაღაცასაც კი გადავაწყდი,რომ ინდუისტისათვის სქესური სიყვარული კიდევ იმიტომ არის ბოროტებისაკენ მიმავალი გზა,რომ ის წარმოშობს მესამე პირის სიძულვილს.

თუ სელინჯერის ამ მოთხრობის მიხედვით ვიმსჯელებთ,მაშინ ეს,სრული ჭეშმარიტებაა.აი,კერძოდ რატომ: ჩვენ გვახსოვს,თუ როგორი გაღიზიანებულია სიბილი იმ ფაქტით,რომ მისი სამწლინახევრის მეგობარი შერონ ლიპშუცი გვერდით მიუჯდა სიმორს,კაცს,რომლის მიმართაც მას ერთგვარი სიმპატიები გააჩნია,როდესაც ის სასტუმროში როიალზე უკრავდა. სიბილი აღელვებული უყვება სიმორს, თუ როგორ მოუყვა ეს ყველაფერი შერონმა.საუბრის ბოლოს გოგონა კატეგორიულად სთხოვს სიმორს,რომ მსგავსი რამის განმეორების შემთხვევაში მან შერონი სკამიდან გადმოაგდოს!

ინდუისტური მსოფლმხედველობით თუ ვიმსჯელებთ ამ ყველაფერზე რათქმაუნდა ეს გზა პირდაპირ ჯოჯოხეთის ცეცხლთან მიგვიყვანს.მაგრამ ამ ყველაფერს მსგავსი განაზრებანი,რომ ჩამოვაშოროთ,ხელში შეგვრჩება სასაცილო ამბავი 3 წლის ბავშვის უაზრო ეჭვიანობაზე (ეჭვიანობასაც კი ვერ დაარქმევ ამას).და კიდე ერთი რამ. თუ დაკვირვებულხართ,რომ სელინჯერის გმირები მცირე ასაკში ფიქრობენ ისეთ თემებზე და განიცდიან ისეთ მოვლენებს,რაც მათი ასაკისათვის მარტივად რომ ვთქვათ–წარმოუდგენელია! 16 წლის ჰოლდენ ქოლფილდი, 3 წლის სიბილი, სამწლინახევრის შერონი, თუ არ ვცდები 8 წლის ტედი (სელინჯერის მოთხრობა ‘’ტედი“) ფიქრობენ ისეთ მატერიებზე რაც მათ აზროვნებას მათივე მცირე ასაკის გამო არ უნდა ხელეწიფებოდეს,მაგრამ სელინჯერი,როგორც ჩანს ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდა,როდესაც ბავშვებს აიძულებდა ეფიქრათ ისეთ თემებზე,რაზედაც ზრდასრულ ხახლსაც კი უჭირს რეფლექსია…

მაშ,ასე! რისი თქმა შეგვიძლია კიდევ ‘’ბანანა თევზის ამინდზე“? ჩვენ გვახსოვს,რომ როდესაც სიმორ გლასი სიბილს ამ ზღაპარს უყვება ისინი ზღვაში არიან შესულები.სიბილი გასაბერ ლეიბზე არხეინად წევს და უსმენს სიმორს,რომელსაც მისი ლეიბი უჭირავს და აკონტროლებს მის მოძრაობას წყალში. სწორედ ამ დროს გადაუვლით მათ ტალღა.სიბილი მხიარულად შეჰკივლებს,რის შემდეგაც სიმორს აღტაცებული ეუბნება:
–‘’ დავინახე.’’

–‘’რა დაინახე,გენაცვალე?’’

–‘’ბანანა თევზი.’’

–‘’ოჰ,კარგი ერთი!–თქვა ჭაბუკმა,–პირში ბანანი ვერ დაუნახე?’’

–‘’როგორ არა–მიუგო სიბილმა,–ექვსი ერთად“…

რატომ დაუნახა სიბილმა ბანანა თევზს მაინც და მაინც 6 ბანანი და არა,ვთქვათ 2 ან 4 ? რატომ შეჭამა მეორე თევზმა სიმორის ზღაპარში მაინც და მაინც 78 ბანანი და არა– ვთქვათ, 39 ან 55 ? რას შეიძლება გულისხმობდეს სელინჯერი,რომელიც საფუძვლიანად ერკვეოდა ინდუისტურ ფილოსოფიაში ამ რიცხვების მიღმა?

ცნობილი რუსი მეცნიერი,ლიტერატურისმცოდნე ირინა გალინსკაია ამ მოვლენას ინდუისტურ ფილოსოფიას უკავშირებს და ახდენს ბანანის სიმბოლოს ახსნას ინდუისტურ რელიგიაში. გალინსკაიას მიაჩნია,რომ ვინაიდან და რადგანაც ბანანი არამარტო სიყვარულის,არამედ სისუსტის სიმბოლოც არის,ის მთლიანობაში გამოდგება სიმორ გლასის პარადიგმადაც. რაც შეეხება  6–ისა და 78–ის სიმბოლურ დატვირთვას.ინდუისტებს მიაჩნიათ,რომ არსებობს 6 ბინძური ვნება,რომელიც იპყრობს ადამიანის გონებას. 1) სიყვარული 2) სიძულვილი 3) სიამაყე 4) უზრდელობა 5) მცდარი აზრი 6) ეჭვი.

გალინსკაიას მიხედვით 6 ბანანი არის სწორედ 6 ბინძური ვნების გამოვლინება,ხოლო რაც შეეხება იმ 78 ბანანს,რომელიც ერთ–ერთმა ბანანა თევზმა შეჭამა,გამოხატულია 78 სახეობა სიცოცხლის წყურვილისა. ანუ, ეგრეთწოდებული ‘’ტანხა’’,რომელიც შეიძლება წარმოჩენილიყო ნებისმიერი სხვა რიცხვით.

ძალიან საინტერესო მოსაზრებას გადავაწყდი ამერიკელ ლიტერატურის კრიტიკოსთან დევიდ ო’კონერთან.მისი აზრით სიმორის ზღაპარი ბანანა თევზებზე შემდეგნაირად უნდა გავიგოთ: როდესაც სიმორი უყვება სიბილს ბანანა თევზზე,რომრლიც შეცურავს  გამოქვაბულში სადაც გაიტენება ბანანების ჭამით და შემდგომ კვდება,რადგანაც გასუქებული, გამოქვაბულის გასასვლელში ვეღარ გაეტევა–ის, (სიმორი) ფაქტობრივად თავის ქორწინებას გულისხმობს!

სიკვდილი ინდუიზმში ორი სახითაა წარმოჩენილი.ის,უბედურების გამომხატველიცაა და ბედნიერებისაც. უბედურია იმ შემთხვევაში,თუ ის ჩვენ მიგვიყვანს გარდასახვამდე.ანუ ცხოვრების გაგრძელებამდე,რაც თავის თავში გულისხმობს მიწიერი ტანჯვა–ვაების გამეორებას. ბედნიერია იმ შემთხვევაში თუ ის გვევლინება ერთგვარ ტრამპლინად,ხიდად,რომელიც სამუდამო ნეტარებისკენ მიგვიყვანს.სადაც არ იქნება მიწიერი განსაცდელები და არ იარსებებს საფრთხე ცხოვრებისეული გარდასახვისა.

რაც შეეხება მოთხრობის დასასრულს– სიმორ გლასის თვითმკვლელობას.მოთხრობაში მთავარი გმირის სიკვდილი და იმ ბანანა თევზის აღსასრულიც ისეთ ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან,რომ მისი არ შემჩნევა არ შიეძლება: თუ ინდუიზმში ბანანი სისუსტის სიმბოლოცაა,უნდა დავუშვათ ის მდგომარეობა,რომ სელინჯერის ამ მოთხრობაში, ბანანა თევზი,რომელმაც 78 ბანანი შეჭამა რაც მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა გამომხატველია სუსტი ნებისყოფის ადამიანისა,რომელიც მიელტვის ცხოვრებისეულ სიამეებს რაც ინდუისტური რელიგიის მიხედვით დამღუპველია,რადგან მას მივყავართ ჩვენი მიწიერი არსებობის გაგრძელებამდე სიკვდილის შემდეგაც კი.სიმორ გლასისთვის კი სიკვდილი,რომელიც მან დააჩქარა საკუტარი ძალებით არამც და არამც არ არის დამუპველი.არამედ სუიციდი სიმორისთვის პირდაპირი გზაა ნეტარებისკენ,ნირვანისკენ!

ო.პერტოლდი თავის წიგნში ‘’ღმერთები,ბრახმანები,ადამიანები.ინდუიზმის ოთხი ათასი წელი“ ჯაინიზმის დოგმატიკის მიხედვით განიხილავს სუიციდს: ჯაინიზმში თვითმკვლელობა არ ითვლება ცოდვად თუ ის ჩადენილია ვნებაზე გამარჯვების მოპოვების მიზნით. ჯაინისტებს სჯერათ,რომ თვითმკვლელობა მსგავს ვითარებაში აამაღლებს კიდეც სიცოცხლეს,რადგან მათი რწმენით ცდუნების მთავარ მიზეზად სწორედ ქალი გვევლინება და სწორედ ის უშლის ხელს მამაკაცს საკუტარი დანიშნულების შესრულებას–უარი თქვას ცდუნებაზე. ჯაინისტების მიხედვით სუიციდი ჩადენილი მსგავსი მიზეზების გამო არის გარანტია ნირვანისაკენ.

სელინჯერის ამ მოთხრობაში ჩვენ დავინახეთ ადამიანის ორი სახე: 1) ადამიანი,როგორც სუსტი არსება,რომელიც მიელტვის მიწიერ სიამოვნებებს და აყოლილია ვნების დაკმაყოფილების სურვილს. და 2) ადამიანი,რომელსაც ძალუძს გადალახოს მიწიერი სიამოვნებანი და მით სამუდამოდ დაიმკვიდროს ადგილი ნირვანაში.

დაიმკვიდრა თუ არა სიმორ გლასმა თავისი კუთვნილი ადგილი იქ,სადაც სრული ნეტარებაა,ამაზე უკვე თქვენ იფიქრეთ,როდესაც სელინჯერს უფრო კრიტიკული თვალით შეხედავთ!ნოდარ გოცირიძე www.myjournal.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button